თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.163.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2014
matsne.gov.ge 441 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2014 მიღება
30.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2014 წლის 23 აპრილი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​2 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი,  დანართი №2-ის შესაბამისად; მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი №1 თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1.  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის დანართი N1-ის 1 მუხლის შესაბამისად. 3.   თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე (საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობით. დანართი №2 თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესი 1. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო ფასის შესაბამისად, ამ წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით. 2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს: ა) 1 კვ. მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე/შენობა ნაგებობაზე - საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით; ბ)  მოძრავ ქონებაზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით. 3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლით  დადგენილ საფასურზე ნაკლები ოდენობით. 4. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.