„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 ოქტომბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2014 წლის 23 აპრილი ქ. თელავი |
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და
აღრიცხვა - ანგარიშგების წესი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2. ოქმის შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა მოხდეს სტამბური წესით.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოთ დაცულ სათავსში.
მუხლი 3. ოქმის შედგენის საფუძველი
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513-ე, 533-ე, 55-ე, 552-ე, 553 -ე, 1191-ე, 145-ე, 1461-ე, 148-ე, 150-ე, 1501 -ე, 151-ე, 152-ე, 1522 -ე, 1534-ე, 159-ე, 1591 -ე მუხლების შესაბამისად და დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4. ოქმის სისტემატიზაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. ზედამხედველობის მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა სახელი, გვარი;
ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ) საქმის განხილვის თარიღი;
ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ) შენიშვნა.
დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
№ ----------
თარიღი საქმის განხილვის ადგილი
მე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
განვიხილე 20------ წლის ---------------------------- შედგენილი შემოწმების აქტი №------------
საქართველოს ------------------------------------------------------------------------------------------კოდექსის-----------
მუხლის -------------- გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის სხვა მასალები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის სუბიექტის იურიდიული მისამართი)
მიმართ.
გამოვარკვიე ----------------------------------------------------------------------------------------------
(საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები)

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს კანონით პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის -------------------------------------- მუხლებით
დავადგინე:
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
დაედოს ადმინისტრაციული სახდელი ფულადი ჯარიმის სახით --------------------------- ლარის
ოდენობით (თანხა სიტყვიერად)
2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თამდებობის პირთან ან სასამართლოში
მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
3. ჯარიმის თანხა უნდა იქნეს შეტანილი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საბანკო დაწესებულების დასახელება, ა/ა ნომერი)
4. სამართალდამრღვევმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ
დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
სამსახურის უფროსი ---------------------------------------------
ხელმოწერა
დადგენილების ასლი მივიღე --------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა
-----------------------------------------------------------
დადგენილების ასლის მიღების თარიღი .