„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №91 |
|
2014 წლის 21 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრაძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების
თაობაზე“
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი თანდართული სახით.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის (შემდგომში - სამინისტროს აპარატი), სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი მათ შესრულებაზე.“;
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაწესებულების ხელმძღვანელი - სამინისტროს აპარატის შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის - სააგენტოს უფროსი.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №91. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.038.016346.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №91, 21.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016346 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2329293/