ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2014
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №76/37
სარეგისტრაციო კოდი 010240020.58.070.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2014
matsne.gov.ge 704 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №76/37 2014 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე, 55-ე და 57-ე მუხლების, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  32​1 და 32​2 მუხლების, 34​1 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 შესაბამისი წესით რეგისტრირებული ყველა საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი გრაფიკით წარადგინოს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსური ანგარიში „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით დამტკიცებული ფორმით. მუხლი 2🔗 1. საარჩევნო სუბიექტისთვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა. 2. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა. 3. საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 4. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში.  მუხლი 3🔗 1. პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მისი მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი. 2. თუ პოლიტიკური პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან. მუხლი 4🔗 1. საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი ამ ბრძანების მეორე მუხლის შესაბამისად. 2. საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია:  ა) საარჩევნო კამპანიის ფონდი შესაბამისი წესით დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), რათა მიენიჭოს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მიეცეს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები, ან; ბ) გამოიყენოს მისი წარდგენილი კანდიდატის მიერ გახსნილი ახალი პირადი საბანკო ანგარიში, რომელიც გამოყენებულ იქნება წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო კამპანიის ფონდისა და საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის. 3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლება თავად კანდიდატი და უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ტრანზაქციებისათვის გამოიყენოს მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი ფონდი და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატობის პერიოდში გახსნილი ახალი პირადი საბანკო ანგარიში.  მუხლი 5🔗 საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან დამოუკიდებელი კანდიდატი) ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის შესახებ (რეკვიზიტები), საიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება, აგრეთვე აცნობოს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები. მუხლი 6🔗 ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება უფლებამოსილია მის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, მისი გახსნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება და სსიპ - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“  მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხები. ასეთი დაფინანსების მქონე პარტიებმა, დაფინანსების ფონდის ანგარიშზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, ყოველი თვის 12 რიცხვამდე უნდა აცნობონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება პარტიის სახელზე არსებულ ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიზნობრივი  დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებულია. მუხლი 7🔗 საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 დღის ვადაში. მუხლი 8🔗 საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისი ფონდის გახსნის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. მუხლი 9🔗 საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე მიღებული შემოსავლები, აგრეთვე საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად საარჩევნო სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები უნდა აისახოს „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №3-ში და ფორმა №5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა №2-ისა  და  ფორმა №4-ის კორექტირებას. მუხლი 10🔗 საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო სუბიექტის ფონდის ფორმირების შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრებიდან. მუხლი 11🔗 არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ამავე ანგარიშზე ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრები განათავსოს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშზე მათი შემდგომი განკარგვის მიზნით. მუხლი 12🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია