საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №686
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016964
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №686
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმის „ზამთრის სიმღერა“ გადაღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 473003 (ოთხას სამოცდაცამეტი ათას სამი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი