ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №690
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016969
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2014
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.yiv4561268623msonormal, li.yiv4561268623msonormal, div.yiv4561268623msonormal { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.yiv4561268623msolistparagraph, li.yiv4561268623msolistparagraph, div.yiv4561268623msolistparagraph { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №690 2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 1. ცოფის პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა.ა) 2014 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს 2015-2018 წლების ქვეყანაში შინაური და გარეული ცხოველების  ცოფთან ბრძოლის ღონისძიებათა გეგმა, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად; ა.ბ) 2014 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს თავშესაფარში განთავსებული და შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) დადგენილ ვადებში ვაქცინაცია და აღრიცხვა, აღნიშნული მიზნით 2014 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში; ა.გ) 2014 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს 2015-2018 წლების სახელმწიფო პროგრამის პროექტი, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად, შინაური და თავშესაფარში განთავსებული ცხოველების ასაცრელად საჭირო ანტირაბიული ვაქცინებით მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით; ა.დ) 2014 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს გარეული ცხოველების ორალური ვაქცინაციის 2015-2018 წლების სახელმწიფო პროგრამის პროექტი, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად; ა.ე) ცხოველის ცოფით დაავადების საეჭვო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამსახურებს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ეპიზოოტიური მდგომარეობისა და ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად მიაწოდონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს; ა.ვ) 2014 წლის 1 აგვისტომდე  საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს ცხოველებში ლაბორატორიული დიაგნოსტირების გაუმჯობესების მიზნით,  სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის   სრულად აღსაჭურვად საჭირო სადიაგნოსტიკო საშუალებებისა და აპარატურის ჩამონათვალი, შესაბამის  ფინანსურ გათვლებთან ერთად; ა.ზ) 2014 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად ინფორმაციის წარდგენა ცხოველებში იმუნური ფონის შესწავლის მიზნით, 2015-2018 წლებში პოსტვაქცინალური კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიისა და ეტაპობრივად დანერგვის გეგმა-გრაფიკის შესახებ, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად;            ა.თ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის საკარანტინო ვოლიერების, ცხოველთა სამარხებისა და კრემატორიუმების მოწყობისა და შინაურ ცხოველთა შენახვისა და მოვლის წესების შემუშავების პროცესში, შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციების გაწევა. ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ: ბ.ა)  უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის კოორდინაცია; ბ.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის     ,,ბ“ - ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მიღებული მონაცემების ანალიზი (ოპტიმალურობის პრინციპების დაცვით) და მათი 2014 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს მთავრობისათვის ინფორმაციის (შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად) სახით წარდგენა შესათანხმებლად.      გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: გ.ა) 2014 წლის 1 აგვისტომდე, შეიმუშაოს მოსახლეობის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის გრძელვადიანი სტრატეგია და საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს 2015-2018 წლებისთვის „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების შესასყიდად საჭირო  ფინანსური რესურსების საპროგნოზო გათვლები; გ.ბ) 2014 წლის 1 სექტემბრამდე, შეიმუშაოს მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების პროტოკოლი და გაიდლაინი; გ.გ) შეისწავლოს ჰიდროფობიით ადამიანის გარდაცვალების თითო­ეული შემთხვევა და, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებულ იქნეს დამატებითი ღონისძიებები ცოფის პროფილაქტიკის საქმეში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 2. ეთხოვოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს: ა) კანონმდებლობის შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ მუნიციპალიტეტებში შინაურ ცხოველთა შენახვისა და მოვლის წესები, მ.შ. მოსახლეობის მიერ შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე; ბ) 2014 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საკარანტინო ვოლიერების,  ცხოველთა თავშესაფრების და ცხო­ველთა სამარხების ან კრემატორიუმების შექმნის/მოწყობის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების საჭიროების დასაბუთების შესახებ და აღნიშნული ღონისძიებების  განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების გაანგარიშება; გ) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშაონ და 2014 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია 2015-2018 წლების განმავლობაში მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებულ ცხოველთა თავშესაფრებში განსათავსებლად და  რიცხოვნობის კონტროლის ჰუმანური  მეთოდების დასანერგად საჭირო ღონისძიებათა გეგმის შესახებ, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად; დ) 2014 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  უპარტონო და მიკედლებული ცხოველების დამჭერი მუდმივმოქმედი ბრიგადების ჩამოყალიბების აუცილებლობისა და ოპტიმალური რაოდენობების თაობაზე, შესაბამის ფინანსურ გათვლებთან ერთად, რომელთაც დაევალებათ ამ ცხოველების პოპულაციის რეგულირების სამუშაოები და ადამიანის დამზარალებელი ცხოველების მიყვანა საკარანტინო ვოლიერებში ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. 3. ამ განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულმა დაწესებულებებმა, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფონ მოსახლეობაში საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ცოფთან ბრძოლის საკითხების თაობაზე. 4.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყონ ადამიანის ჰიდროფობიის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის და ცხოველებში ცოფის საეჭვო და/ან დადასტურებული  შემთხვევის შესახებ  ინფორმაციის გაცვლა. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ განკარგულებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ღონისძიებების გეგმები   შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დაწესებულებებისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ ასიგნებებთან  და საორიენტაციო ზღვრულ მოცულობებთან. 6. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ღონისძიებების გეგმების დაფინანსება უნდა განხორციელდეს შესაბამისი წლის ბიუჯეტების ფარგლებში, საკუთარი შემოსავლების არსებული პროგნოზების გათვალისწინებით. 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შინაური ცხოველების შენახვისა და მოვლის წესების დამრღვევთა წინააღმდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხში, ასევე, ვეტერინარულ და სამედიცინო დაწესებულებებს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელებაში. 8. ამ განკარგულების შესრულების კოორდინაცია დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პრემიერ-მინისტრი                                                             ი . ღარიბაშვილი