საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
განკარგულება№699
2014 წლის 15აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს“ გადაურიცხოს 200 000,01 (ორასი ათასი ლარი და ერთი თეთრი) ლარი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს 599 999,99 (ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების შესყიდვა (2014 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებულ სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებით) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა გამოიყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითსაქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი