„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2239-IIს
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.017385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.“.

2. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 აპრილი 2014 წ.

N2239-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2014.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2239-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120260040.05.001.017385.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2239-IIს, 16.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.017385 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2330209/