სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №676
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში და ზარდიანთკარი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში – წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ატოცი და კნოლევი ჭაბურღილების ელექტროენერგიით მომარაგებისა და მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის საჭირო საძიებო-საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 14.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №676. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016980.
- სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №676, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016980 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2330295/