სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“
აცხადებს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის დეტალებს
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე.
დღის წესრიგი:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ მიერ შპს „მტკვარი ჰესის“ წილის 100%-ის გაყიდვის შესახებ;
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერებმა დაამტკიცონ შპს „მტკვარი ჰესის“გაყიდვა, ფასი 11 (თერთმეტი) მილიონი დოლარის ოდენობით;
● მყიდველი არის შპს „მტკვარი ჰოლდინგი“, კომპანია ასოცირებული საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან;
● მას შემდეგ, რაც მყიდველი სრულად გადაიხდის შესყიდვის ფასს სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ და მისი აქციონერები მთლიანად გაანთავისუფლებენ შპს „მტკვარი ჰესის“ მყიდველს აქციების გადაცემის ვალიდურობას და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველანაირი დავისგან.
2. სხვა მიმდინარე საკითხები.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე–9 სართული.
საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი: 14 აპრილი, 2014.
გენერალური დირექტორი გიორგი რუსიტაშვილი