აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო-დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2014
ძალის დაკარგვა 27.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/22
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,623 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2014 მიღება
27.10.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო-დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/22 2014 წლის 25 აპრილი     ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს საქვეუწყებო-დაწესებულება  ინფრასტრუქტურისა და  დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის  №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა  დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                                               ვასილ   ხორავა                                                                                                                                                      დანართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი  მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. თავი I. ინფრასტრუქტურის საკითხთა რეგულირებისა და დარგობრივ საკითხთა სამმართველო მუხლი 1🔗 1. სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  სასურველია უცხო ენის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოსა  კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II და  IV თავები); ე) საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“; ვ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების  შესახებ“; ზ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი. ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 2🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი არქიტექტურული განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა; გ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  2. სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II და  III თავები);           ვ) საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“; ზ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების  შესახებ“; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულება“; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 3🔗 1. სამმართველოს ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Word ,Microsoft Office Excel. Internet). 2. სამმართველოს ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II და  III თავები);                    ე) საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; ვ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება-„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“;                                                                                     ზ) გამარტივებული შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 4🔗  1. სამმართველოს ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილების  მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხი ენის ცოდნა (სასურველია რუსული ან ინგლისური); გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS ofice Word, Exel) ცოდნა. 2. სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:       ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი (I, II და III თავები);                       ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 5🔗 1. სამმართველოს ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია რუსული ან ინგლისური); გ) საჯარო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS ofice Word, Exel) ცოდნა. 2. სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“.        თავი  II. ადმინისტრაციული განყოფილება მუხლი  6🔗 1. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი  დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet). 2. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  საქართველოს შრომის კოდექსი; გ)  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II და  IV თავები);                                     ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება“; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 7🔗. 1. ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული ან  ეკონომიური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ)   უცხო ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet). 2. ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 8🔗. 1. ადმინისტრციული განყიფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet); 2. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“. მუხლი  9🔗. 1. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო  დაწესებულება-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის  დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა; გ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება). 2. მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საგადასახდო კოდექსი; გ)   საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სახელმწფო შესყიდვების შესახებ“; ვ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“; ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“; კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“; ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ო) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;  პ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის №97 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“; ჟ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05/04/2005 №220 ბრძანება; რ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება“.