„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №22

2014 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 21.03.2012, 010240030.22.027.016255) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ ბრძანების 31 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა (გარდა დაბადების და ქორწინების მოწმობებისა) სრულდება 110 გრ, მსუბუქად ცარცირებული ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, იმიტირებული ექსკლუზიური წყლის ნიშნებით. მოწმობა ერთგვერდიანია და მზადდება  A4 ფორმატის ქაღალდზე. მოწმობის ბლანკის ფერია 10%-იანი ყვითელი.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) მე–33 პუნქტი:

„33. დაბადების  მოწმობა   სრულდება   ორმხრივი ბეჭდვით  ოფსეტურ ქაღალდზე -  100 ± 4% გრ/მ2; სისქე µm - 125 ± 4; სითეთრე CIE (%) - 160.0 ± 3; გაუმჭვირვალობა (%) ≥ 90.  მოწმობის ფერია თეთრი. მოწმობის ზომები 210 x 297 მმ (გაშლილ მდგომარეობაში). მოწმობა ოთხგვერდიანია.

მოწმობის პირველი გვერდზე დატანილია წარწერა „დაბადების მოწმობა“. წარწერის ქვედა მხარეს დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი. პირველი გვერდის მარჯვენა მხარეს დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. მოწმობის მეორე გვერდის  ზედა მხარეს, შუაში, დატანილია სიტყვა  „საქართველო“ , მცირე სახელმწიფო გერბი და წარწერა: „დაბადების მოწმობა“.  

მოწმობის მეორე და მესამე  გვერდებზე დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი (გაშლილ მდგომარეობაში ფურცლის შუა ნაწილში გადაკეცვის ადგილას ზედა და ქვედა მხარეს). მოწმობის რეკვიზიტების გენერირება ხორციელდება პროგრამულად და დაიტანება დოკუმენტის ბეჭდვისას. მოწმობის მეოთხე გვერდის მარცხენა მხარეს დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი, ხოლო გვერდის ქვედა მხარეს – წარწერა: „აღნიშნული მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგევრდზე - www.sda.gov.ge“.

მოწმობას აქვს ცარცირებული ქაღალდის  ლამინირებული ყდა ( 300 ± 4% გრ/მ2; სისქე µm - 320 ± 10; სითეთრე CIE (%) - 116 ± 5; გაუმჭვირვალობა (%) - 99 ± 2). ყდის ფერია თეთრი.  ყდის  ზომები - 210 x 303 მმ  (გაშლილ მდგომარეობაში).  ყდა  ოთხგვერდიანია.

ყდის  პირველ გვერდზე დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ორნამენტის  გვერდით, ცენტრში, დატანილია ფოლგირებული წარწერა „დაბადების მოწმობა“. ყდის მეორე და მესამე გვერდი ცარიელია. მეოთხე გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „აღნიშნული მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგევრდზე - www.sda.gov.ge”. ყდის პირველ და მეოთხე გვერდები ჩასმულია ვერცხლისფერ ჩარჩოში და მათზე დატანილია მცირე ზომის ორნამენტირებული ელემენტები.”;

ბ) 34 პუნქტი:

„34. ქორწინების მოწმობა სრულდება  ორმხრივი ბეჭდვით  არაცარცირებულ ქაღალდზე ( 90 ± 3% გრ/მ2; Bulky index, VSA (სმ3/გრ) - 1.3; გაუმჭვირვალობა (%) - 88 ± 2).  მოწმობის ფერია სპილოს ძვლის ფერი (IVORY). მოწმობის ზომები - 210 x 297 მმ  (გაშლილ მდგომარეობაში). მოწმობა ოთხგვერდიანია.

მოწმობის პირველ გვერდზე დატანილია წარწერა:  „ქორწინების მოწმობა“.  გვერდი ჩასმულია ოქროსფერ ჩარჩოში. მოწმობის მეორე გვერდზე ზედა მხარეს დატანილია სიტყვა  „საქართველო“, მცირე სახელმწიფო  გერბი და წარწერა „ქორწინების მოწმობა“.  მოწმობის მეორე და მესამე  გვერდებზე  დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. მოწმობის მესამე გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი, რომელშიც ჩასხმულია ოხრა. მოწმობის რეკვიზიტების გენერირება ხორციელდება პროგრამულად და დაიტანება დოკუმენტის ბეჭდვისას. მოწმობის მეოთხე გვერდზე დატანილია წარწერა: „აღნიშნული მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე -  www.sda.gov.ge“. გვერდი ჩასმულია ჩარჩოში.

მოწმობას აქვს   ქაღალდის  ლამინირებული ყდა ( 150 ± 3% გრ/მ2; Bulky index, VSA (სმ3/გრ) - 1.25; გაუმჭვირვალობა (%) - 96 ± 2). ყდის ფერია სპილოსძვლისფერი (IVORY).   ყდის  ზომები - 210 x 303 მმ  (გაშლილ მდგომარეობაში).  ყდა  ოთხგვერდიანია.

ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის  ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია  ორნამენტირებულ ჩარჩოში. გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი.  ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო.  გვერდის  ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „აღნიშნული მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგევრდზე www.sda.gov.ge”.

მოწმობისა და ყდის შესაკრავად გამოიყენება ლენტი (ქსოვილის ფაქტურა: grosgrain).“.

3.  თანდართული რედაქციით ჩამოყალიბდეს ბრძანების:

ა) დანართი №1;

ბ) დანართი №7;

გ) დანართი №19.

 

მუხლი 2
ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული ქორწინების მოწმობა „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39  ბრძანების 32 პუნქტის ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქციით და „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 31 იანვრის №2 ბრძანებით გათვალისწინებული აღწერილობის ბლანკებზე საზღვარგარეთ გაიცეს 2014 წლის 1 ივნისამდე.
მუხლი 3
დაბადების და ქორწინების მოწმობები, რომელთა გაცემის ვადაც დადგა, მაგრამ არ ჩააბარებია განმცხადებელს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, გაიცემა „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანების 32 პუნქტის ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქციით  და „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 31 იანვრის №2 ბრძანებით  გათვალისწინებული აღწერილობის ბლანკებზე.

 

მუხლი 4
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2014 წლის 3 მაისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი