კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ (შპს "გუდვილი")

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13                                                                                           

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

 

2014 წლი 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - მოვალე შპს ,,გუდვილი’’

დირექტორი - ბესიკ ჯიქურაული

 

მოთხოვნა - შპს ,,გუდვილის’’ მიმართ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,გუდვილის’’  დირექტორის ბესიკ ჯიქურაულის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ  დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე შპს ”გუდვილის” რეაბილიტაციის  მმართველად დანიშნულ იქნა  კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია). 2014 წლის 17 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტაციის გეგმას მოამზადებენ რეაბილიტაციის მმართველი, მოვალე და 12 კრედიტორი. ასევე განისაზღვრა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა 42 დღით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 24 მარტს განცხადებით მომართა PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯიას) დირექტორმა დავით გვეტაძემ და მოითხოვა შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის გეგმის მომზადებისათვის ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 მაისამდე, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება მოვალის ქონებების საბოლოო შეფასების დადგენა-მოძიება და მათი სრულყოფილად აღრიცხვა, არ დამთავრებულა ინვენტარიზაციის პროცესი და მოვალის ფინანსური მდგომარეობის სრულად შესწავლა.

 

კრებაზე წარმოდგენილმა კრედიტორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვადის გაგრძელებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებითPKF (ფი ქეი ეფ ჯორჯიას) დირექტორის დავით გვეტაძის განცხადება შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 30 მაისამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 აპრილს განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გუდვილის’’ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა და მოითხოვა რიგგარეშე კრების მოწვევა, რათა კრებაზე განხილული იქნეს შემდეგი საკითხი: შპს ,,გუდვილის’’ 2014 წლის მაისის თვის ბიუჯეტის დამტკიცება და შესაბამისი ნებართვის გაცემა.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

 

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

     

 

d a a d g i n a :  

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 29 აპრილს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების საკითხის განხილვა;

 

1.2. შპს ,,გუდვილის’’ 2014 წლის მაისის თვის ბიუჯეტის დამტკიცება და შესაბამისი ნებართვის გაცემა;

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                                                თამარ ჭუნიაშვილი