„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73/37
სარეგისტრაციო კოდი
010210020.58.070.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №73/37

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 (www.matsne.gov.ge, 06.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010210020.58.070.016003) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. წინასაარჩევო რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსების ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.

2.    საარჩევნო სუბიექტებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი პერიოდის 3-კვირიან დეკლარაციებთან ერთად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია