„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2014 წლის 28 აპრილი ქ. მარტვილი |
დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლები:
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის კომისიას.
მუხლი 15. კომისია
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად.
4. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
5. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 16. კომისიის სხდომის ოქმები
1.კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი,რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
4. კომისიის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
1.საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის შესაბამის სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით.
დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,და მუნიციპალიტეტის გამგებლის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც არ დაფინანსებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საგარანტიო წერილის საფუძველზე“.
დადგენილების მე-13 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,და მუნიციპალიტეტის გამგებელმა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საგარანტიო წერილის გაცემისას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იხელმძღანელოს მარტვილის მუნიცალიტეტის გამგეობის სოციალური საკითხთა კომისიის რიგგარეშე სხდომის დასკვნის საფუძველზე.
დადგენილების მე-13 მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ოქმისა და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
|