სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სრული დღის წესრიგი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.
დღის წესრიგის საკითხები, შემოტანილი კომპანიის დირექტორის მიერ:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” მიერ შპს „მტკვარი ჰესის” წილის 100%-ის გაყიდვის შესახებ;
● სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” აქციონერებმა დაამტკიცონ შპს „მტკვარი ჰესის” გაყიდვა, ფასი 11 (თერთმეტი) მილიონი დოლარის ოდენობით;
● მყიდველი არის შპს „მტკვარი ჰოლდინგი“, კომპანია ასოცირებული საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან;
● მას შემდეგ, რაც მყიდველი სრულად გადაიხდის შესყიდვის ფასს სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ და მისი აქციონერები მთლიანად გაათავისუფლებენ შპს „მტკვარი ჰესის” მყიდველს აქციების გადაცემის ვალიდურობას და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველანაირი დავისგან.
2. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის დამატებითი საკითხები შემოტანილი აქციონერის მიერ:
3. სამეთვალყურეო საბჭოდან ივანე ბარბაქაძის დათხოვნა და დევიდ ოსტბის წარდგენა:
● სახელი და გვარი: ნილს დევიდ ოსტბი
დაბადების თარიღი: 1969 წლის 7 დეკემბერი
მისამართი: შვედეთი, იოჰანშოვი, კარლსკრონავეგენის 4ბ.
4. კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანა; 8.13.14 პუნქტის ბოლოს დაემატოს შემდეგი რედაქტირება: „ან აღემატება 25,000 ამერიკულ დოლარს“.
5. კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანა; 8.13.2 პუნქტის ბოლოს დაემატოს შემდეგი რედაქტირება: „ან ღირებულება, რომელიც აღემატება 10,000 ამერიკულ დოლარს“.
6. კომპანიის წესდების არსებული 7.5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქტირებით: „7.5. 7.3 მუხლით მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა დამტკიცდეს გადაწყვეტილების მხარდამჭერი ორმოცდაათ პროცენტზე (50%) მეტი ხმით;
7. დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიიდან აუდიტორის დანიშვნა სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” და შპს „ალეგროს” სრული აუდიტის ჩასატარებლად 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 15 მაისამდე სააღრიცხვო პერიოდისთვის.
აქციონერთა კრების სააღრიცხვო თარიღი: 14 აპრილი, 2014.
გენერალური დირექტორი გიორგი რუსიტაშვილი