კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2014
ძალის დაკარგვა 30.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №312
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017932
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №312
2014 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე‑11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების შემდეგი ნუსხა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
9. საქართველოს პარლამენტი;
10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
11. საქართველოს მთავრობის კანცელარია;
12. საქართველოს ეროვნული ბანკი;
13. საქართველოს მთავარი პროკურატურა;
14. ქალაქ თბილისის მერია;
15. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი;
16. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);
17. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
18. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
19. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
20. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო‑ანალიტიკური სამსახური;
22. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
23. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
24. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური;
25. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;
26. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
27. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო მედიაციის სამსახური;
28. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
30. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
32. სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“;
33. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაცია“;
34. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;
35. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
36. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
37. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
38. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“;
39. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი