საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.04.2014
ძალის დაკარგვა 08.08.2016
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2014 წლის 30 აპრილი
დ. ჩოხატაური
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დანართი 1-ის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე
დანართი 1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (ვებ გვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ვებგვერდზე www.chokhatauri.ge
2.
ამ დადგენილების №3 დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).
4.
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიული ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
5.
პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინეული შემთხვევებისა.
6.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საჯარო დაწესებულებას არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან..
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის გვერდი
1.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა. ამ დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
2.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
3.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
დანართი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს გამგეობაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.
2.
საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
3.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.
4.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.
5.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით ან მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში და ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
7.
დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ელექტრონული რესურსის საშუალებით (contact@chokhatauri.ge) უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)
იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ)
ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თერთმეტნიშნა), ტელეფონის ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს;
გ)
მოთხოვნას.
8.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნაზე სტანდარტის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება.
9.
დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
10.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
11.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დანართი 3
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საშტატო ნუსხა - განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება)-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
გ)
საკრებულოს თანამდებობის პირების გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები -განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
დ)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი -განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ე)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ვ)
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში -ქვეყნდება ყოველწლიურად;
ზ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა - ქვეყნდება კვარტალურად;
თ)
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა - ქვეყნდება ყოვეწლიურად, განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ი)
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით - ქვეყნდება კვარტალურად;
კ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ - ქვეყნდება კვარტალურად;
ლ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი - ქვეყნდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
მ)
ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით -ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
ნ)
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ქვეყნდება არაუგვიანეს მომდენო წლის 15 მარტამდე;
ო)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით - ქვეყნდება ყოველწლიურად;
პ)
ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი - ქვეყნდება ყოველწლიურად;
ჟ)
ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება კვარტალურად;
რ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) - ქვეყნდება კვარტალურად;
ს)
ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებისა და საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება ყოველწლიურად;
ტ)
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება ყოველწლიურად;
უ)
დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ - ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ფ)
გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა -განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ქ)
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს -განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ღ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ყ)
მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების წესდებები, (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
შ)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები.
ჩ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნება.
შენიშვნა:
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღეში.