შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2014
ძალაში შესვლა 04.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14/24
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2014
matsne.gov.ge 691 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2014 მიღება
04.04.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – „ხელშემკვრელი მხარეები“) გამოხატავენ რა მზადყოფნას განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში, კერძოდ, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში, ასევე მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კავშირების დამყარებას ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მსგავსი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგს: ა) უმაღლესი განათლების დაწესებულებების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა; ბ) უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარება  ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიზნით; გ) ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დანერგვა იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესის სფეროს; დ) თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ბილინგვური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს, პროფესიული სტანდარტებისა და შრომის ბაზრის კვლევის საკითხებში; ე) განათლების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საკითხებში ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილებისა და სასწავლო მასალების ექსპერტული ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა განათლების ყველა დონეზე; ვ) ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიების გაცემის მიზნით შესაძლებლობების  განხილვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის  ერთობლივ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მიღების მიზნით; ზ) განათლების ყველა საფეხურზე თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება; თ) ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებული სამეცნიერო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის დაწყების მიზნით. მუხლი 2🔗 ხელშემკვრელი მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის შემდეგ შესაძლებლობებს: ა) განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების, კვალიფიკაციების, დიპლომებისა და ხარისხების  ურთიერთცნობა და შესაბამისობა თითოეული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და „ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების შესახებ 1997 წლის 11 აპრილის კონვენციის“ პრინციპების შესაბამისად. ბ) პარტნიორობის შენარჩუნება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პროგრამებისა და პროექტების დანერგვის პროცესში კერძოდ, პროგრამა „განათლება ყველასათვის“, ევროკავშირის პროგრამები და პროექტები, კვალიფიკაციათა ევროპული ჩარჩო, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ბოლონიის პროცესი და ა.შ. გ) განათლების რეფორმის ფარგლებში, ინოვაციებისა (ინსტიტუციონალური და პროგრამული აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა)  და აქტივობების დანერგვის პროცესში თანამშრომლობა. მუხლი 3🔗 ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ტრენინგებისა და შემდგომი განათლების საკითხებში, ასევე მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისა და ექსპერტების კომპეტენციის გაუმჯობესების საკითხებში, საერთაშორისო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში, უმაღლესი განათლების დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალის გაუმჯობესებაში, მოსწავლეების, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტების, მასწავლებლების, მეცნიერების გაცვლის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შეთანხმებების გაფორმების ხელშეწყობაში, აკადემიური პროცესის ორგანიზების სფეროში სწავლების ხარისხისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის გაუმჯობესებაში. მუხლი 4🔗 ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის სფეროში ურთიერთგაცვლასა და თანამშრომლობას.  ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან შესაბამის გარემოს იმისათვის, რომ დამყარდეს კონტაქტები თავიანთი ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, მეცნიერებს, მკვლევარებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს შორის. მუხლი 5🔗 ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევებში, ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოცდილების გაცვლას, მათ მონაწილეობას  შრომის, დასვენებისა და შეჯიბრებების ერთობლივ ღონისძიებებში. მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, მხარეები შექმნიან ქართულ-ლატვიურ ერთობლივ კომისიას შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის თანამშორმლობის პროგრამების განხილვის მიზნით, რომლებშიც ფინანსური და ორგანიზაციული თანამშრომლობის პირობები იქნება მოცემული. ქართულ-ლატვიური ერთობლივი კომისია  შეიკრიბება რიგაში ან თბილისში. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმდებიან ადგილმდებარეობის, დროისა და შემადგენლობის შესახებ. მუხლი 7🔗 ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, რომელიც მოცემულია შეთანხმებაში  დაფინანსებული იქნება ერთობლივად ხელშემკვრელი მხარეების მიერ, თანაბარი უფლებებისა და მოვალეობების პრინციპზე, შესაბამისი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით და ხელმისაწვდომი ფინანსური  რესურსების გათვალისწინებით. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 9🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან, უნდა იქნეს მოგვარებული ხელშემკვრელ მხარეებს  შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება დადებულია ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი (5) პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე შესაბამისი პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი (6) თვით ადრე, წერილობით, არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. თუ ხელშემკვრელი მხარეების მიერ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას პროგრამებზე, პროექტებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც შეთანხმების თანახმად იმ დროისათვის  იქნება მიმდინარე. შესრულებულია ქ. თბილიში, 2014 წლის 21 მარტს, ორ დედნად, ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)