აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.05.2014
ძალის დაკარგვა 14.11.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.058.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტი ნუგზარ სურმანიძე | მინისტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№1/ნ
2014 წლის 5 მაისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” და ,,ს” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოხელეთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის №2/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტინუგზარ სურმანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი I
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მუხლი 1🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
3. რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
4. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
თ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 2🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
4. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ვ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 4🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნაю
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ე) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ვ) ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 5🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
თავი II
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
მუხლი 6🔗
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,პაციენტის უფლებების შესახებ' საქართველოს კანონი;
ზ) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ' საქართველოს კანონი;
თ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 7🔗
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
2. არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,პაციენტის უფლებების შესახებ' საქართველოს კანონი;
ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 8🔗
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,პაციენტის უფლებების შესახებ' საქართველოს კანონი;
ვ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 9🔗
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,პაციენტის უფლებების შესახებ' საქართველოს კანონი;
ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 10🔗
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ),,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
თავი III
სოციალური დაცვის დეპარტამენტი
მუხლი 11🔗
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ' საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება;
ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის პროგრამები;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 12🔗
სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება;
ვ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის პროგრამები.
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
თავი IV
სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტი
მუხლი 13🔗
სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;
ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 14🔗
სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,პაციენტის უფლებების შესახებ' საქართველოს კანონი;
ე) ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) შესაბამისი წლის სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
თავი V
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი
მუხლი 15🔗
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
4. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ვ) იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.
მუხლი 16🔗
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
4. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.
თავი VI
სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი
მუხლი 17🔗
სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“;
ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება.
მუხლი 18🔗
სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.
ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება.
თავი VII
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი
მუხლი 19🔗
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისისა” და საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ვ) ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;
ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (XI თავი);
თ) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება;
ი) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
კ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
ლ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;
მ) ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება;
ნ) ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის’’ დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება;
ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება'.
მუხლი 20🔗
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისისა” და საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (XI თავი);
ზ) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება;
თ) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
ი) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
კ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;
ლ) ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება;
მ) ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის’’ დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება;
ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.
თავი VIII
ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
მუხლი 21🔗
ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ზ) შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ი) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
კ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
ლ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 22🔗
ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (ბიუჯეტის დაგეგმვის დარგში) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ვ) შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ზ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 23🔗
ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სახელმწიფო შესყიდვების დარგში) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ვ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება;
ზ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
თავი IX
შიდა აუდიტის დეპარტამენტი
მუხლი 24🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ) ,,შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;
ი) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;
კ) ,,შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 25🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, IV და VI თავები;
ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ზ) ,,შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;
თ) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;
ი) ,,შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
კ) ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.
თავი X
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 26🔗
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლება;
2. საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) საქართველოს შრომის კოდექსი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (VII1-VII10 თავების გარდა);
ზ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
თ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ი) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
კ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ლ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ”აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის კანონი;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.
მუხლი 27🔗
იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლება;
2. არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) საქართველოს შრომის კოდექსი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (VII1-VII10 თავების გარდა);
ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ი) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ”აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის კანონი;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.