⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.07.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათის ანგარიშის ჩაბარების წესის შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2014
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 404 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2014 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათის ანგარიშის ჩაბარების წესის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2014 წლის 30 აპრილი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათის ანგარიშის ჩაბარების წესის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 58​4 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის საქმიანობის  ანგარიშის   ფორმა (დანართი №2). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია დანართი  №1 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესი საკრებულოს  წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ექვს თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან,  წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და უპასუხოს ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება  გამოსცეს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული წესის ამოქმედების შემდეგ, საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება გამოსცეს ყოველი წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა. საკრებულოს წევრის ანგარიში გარდა საკრებულოს  სხდომათა დარბაზისა, შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი  ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (სკოლა, კულტურის სახლი და ა. შ) დარბაზში. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც  წარმოადგენს საკრებულოს წევრი. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს ანგარიშის  ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი  თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენამდე 3 დღით ადრე მაინც. საკრებულოს   წევრის  ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს საკრებულოს  წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას; ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავისი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. საკრებულოს წევრის ანგარიშს საკრებულო ცნობად იღებს  კენჭისყრის გარეშე  უახლოეს საკრებულოს სხდომაზე. დანართი №2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის  ანგარიშის ფორმა თვითმმართველობის ორგანო :    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოს წევრის სახელი, გვარი:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობა:  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფრაქციის წევრობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრი:  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საანგარიშო პერიოდი: 20 –– წლის ––– კვარტალი      განხორციელებული საქმიანობები:   საკრებულოს სხდომების რაოდენობა, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა: საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა, რომელშიც მიიღეთ მონაწილეობა:          –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოში თქვენ მიერ ინიციირებული საკითხები:    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. მოქალაქეებთან  შეხვედრების რაოდენობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოკვეთილი ძირითადი საკითხები:        –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სხვა  განხორციელებული საქმიანობები:     –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შედეგი, ფაქტი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განხორცილებული საქმიანობების შედეგად მიღებული შედეგი, მაგ.: თქვენს მიერ ინიციირებული რამდენი პროექტი იქნა მიღებული საკრებულოს მიერ, რა შესრულდა ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან. შემდეგი საანგარიშო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––