განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/33
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 22 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/33 სამოქალაქო საქმე სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ იქნა სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ კრედიტორთა ვენერა მეშველიანის, ნაზი პარკაულის და სხვათა წარმომადგენლის ალექსანდრე ჭანტურიძის, სს ,,სილქიმპექსჯორჯიას’’ დირექტორის მამია წერეთელის, შალვა ცინცაძის უფლებამონაცვლეების დავით ცინცაძის და გრიგოლ ცინცაძის წარმომადგენლის ბადრი გოგისვანიძის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2014 წლის 05 მაისს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) ქ. ქუთაისში, ა. წერეთლის ქ. №163-165-ში მდებარე უძრავი ქონების სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ საკუთრებაში აღიარების შესახებ, დაუზუსტებელი ფართის დაზუსტება და მისი აუქციონზე რეალიზაცია.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე