ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №28/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2014
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2014 2014 წლის 1 მაისი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სულ ცოტა 7 მაუწყებლის მოთხოვნის მიზნისათვის,  პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15 პროცენტისა, სავალდებულოდ უნდა იქნეს გამოყენებული იმ მაუწყებლებში, რომლებმაც ამავე კოდექსის 51-ე მუხლის 6​2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (21 აპრილი), ცესკოში წარმოადგინეს ინფორმაცია ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ და ასევე, დამატებით სხვა არანაკლებ ერთ მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი და, რომელმაც,   აღნიშნული ინფორმაცია, ამ დადგენილების მიღებამდე წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან/და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ  მაუწყებელზე სრულად გავრცელდება, ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ის წესები, რომლებიც დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ  მაუწყებლებისათვის, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე