„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №317 |
|
2014 წლის 1 მაისი ქ.თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი;“.
4. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ბ) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმებისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ბაზის შექმნა, თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ორგანიზება;
ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
კ) მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის რეფერალური დახმარების მიღებისათვის კონსულტაციის გაწევა, საინტეგრაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
მ) ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტების შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ლეგალური შრომითი ემიგრაციის შესაძლებლობების შესახებ;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
4. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) თავშესაფრის საკითხთა სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ა) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება;
ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი - განყოფილება;
ბ) მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველო.“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ, სტიქიასაშიში ზონების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;
გ) გადაადგილებას დაქვემდებარებული, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების ორგანიზება და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ახალ საცხოვრებელ ადგილებზე ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ფორმირება და წარმოება;
ვ) ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, სხვა შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა და მათგან შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა;
ზ) შიდა მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
42. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველო.“.
|