„საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.05.2014
ძალის დაკარგვა 06.08.2014
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
„საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 2 მაისი
დ. თიანეთი
„საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
შემოღებულ იქნეს „საპატიო თიანელის“ წოდება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის მიხედვით
.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „საპატიო თიანელის“ დიპლომის ფორმა დანართი №2-ის მიხედვით
.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „საპატიო თიანელის“ მოწმობის ფორმა დანართი №3-ის მიხედვით
.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური
დანართი №1
„საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
1.
ამ წესით განისაზღვრება „საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.
2.
„საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1.
„საპატიო თიანელის“ წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
„საპატიო თიანელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა)
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ)
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულ თიანეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3🔗
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:
ა)
საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ბ)
საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
გ)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე)
მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
მუხლი 4🔗
,,საპატიო თიანელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ)
შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;
ე)
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
ვ)
კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;
ზ)
კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;
თ)
კომისიის დაკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
მუხლი 5🔗
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის საპატიო თიანელის წოდების მინიჭების შესახებ.
2.
საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით და გამოსცემს განკარგულებას საპატიო თიანელის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6🔗
1.
,,საპატიო თიანელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 3 (სამი) პიროვნებას.
2.
საპატიო თიანელს, როგორც წესი, თიანეთის მუნიციპალიტეტში „თიანეთობის“ დღესასწაულზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს), გადაეცემა „საპატიო თიანელის“ დიპლომი და მოწმობა.
3.
საპატიო თიანელის მონაცემები შეტანილ იქნება საპატიო თიანელის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7🔗
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო თიანელის“ წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება;
ბ)
საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2.
„საპატიო თიანელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „საპატიო თიანელის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.
მუხლი 8🔗
„საპატიო თიანელის“ დამადასტურებელი მოწმობისა და დიპლომის დამზადებას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
დანართი №2
„საპატიო თიანელის“ დიპლომის ფორმა
თიანეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო თიანელის“ დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია მუნიციპალიტეტის დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი
დიპლომი
------------------------------------------------
სახელი, გვარი
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა „საპატიო თიანელის“ წოდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
_________________
(ხელმოწერა)
DIPLOMA
------------------------
Tianeti Municipality City Council (Resolution --) is granting Honorary Title of tianeti Citizen.
Tianeti Municipality City Council Chairman
______________
(Signature)
დანართი №3
თიანეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო თიანელის“ მოწმობის ფორმა
თიანეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო თიანელის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა „საპატიო თიანელი“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე
საპატიო თიანელი
ფოტო
მოწმობა
------------------------------------------------
სახელი, გვარი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით
მიენიჭა თიანეთის მუნიციპალიტეტის
„საპატიო თიანელის“ წოდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
-----------------------------
(ხელმოწერა)