სს „შოდა“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „შოდას” აქციონერებს
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 23 მაისს 18:00 საათზე გაიმართება სს „შოდას” აქციონერთა საერთო კრება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №69.
კრების დღის წესრიგი:
(ა) საზოგადოების წლიური შედეგების/ბალანსის მიღება/დამტკიცება.
(ბ) საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის მოსმენა.
(გ) სს „შოდას” განვითარების კონცეფციის განხილვა.
(დ) სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს „შოდას“ დირექტორატში (მის.: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა №69), ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მოწვევამდე 10 დღის ვადაში შესაძლებელია კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლება შეამოწმოთ სს „შოდას“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
სპარტაკ ჩალაძე
სს „შოდას“ დირექტორი