„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2014
ძალაში შესვლა 01.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-31/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,006 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2014 მიღება
01.06.2014 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
მაძიებელი
პირი, ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან ფულადი დახმარების დანიშვნამდე
მუხლი 2
უფლებამოსილი პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ
სოციალური მომ­სახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სპეციალური უფ­ლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც ახორციელებს ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (შემდგომში - დადგენილება), თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-31/ნ 2014 წლის 19 მაისი ქ. თბილისი „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მაძიებელი – პირი, ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან ფულადი დახმარების დანიშვნამდე; ბ) უფლებამოსილი პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომ­სახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სპეციალური უფ­ლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც ახორციელებს ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (შემდგომში - დადგენილება), თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3🔗. ადმინისტრირების ორგანო ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების ადმინისტრირების ორგანოა სააგენტო, რომელიც ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლების, გადაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზებას. მუხლი 4🔗. ფულადი დახმარება ამ წესის მიზნებისთვის ფულადი დახმარება არის ყოველთვიური გასაცემელი, რომლის ოდენობა და დაფინანსების საკითხები განისაზღვრება დადგენილებით. მუხლი 5🔗. ფულადი დახმარების მიღების უფლება 1. დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. 2. ბავშვის ბიოლოგიური დედის გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება დაბადებული ბავშვის ბიოლოგიურ მამას, ხოლო თუ ბავშვი არის დედ-მამით ობოლი ან მამა ფაქტობრივად არ ცხოვრობს ოჯახის რეგისტრაციის მისამართზე, მაშინ მის კანონიერ წარმომადგენელს. მუხლი 6🔗. ფულადი დახმარების დასანიშნად მიმართვა 1. ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი; გ) მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები; დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად (საჭიროების შემთხვევაში). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სხვა მოთხოვნილი საბუთების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სააგენტოს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ორიგინალები უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო ასლები ინახება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. 5. ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ფორმები და  შესაბამისი რეესტრის ფორმირების წესი მტკიცდება სააგენტოს ბრძანებით. მუხლი 7🔗. გადაწყვეტილება ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე 1. ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას ფულადი დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. 2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს ფულადი დახმარების დანიშვნის პირობებს, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება ფულადი დახმარების არდანიშვნის თაობაზე. 3. ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი 8🔗. ფულადი დახმარების გაცემა 1. ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, სოციალური დახმარების სახით, საბანკო დაწესებულების საშუალებით. 2. საბანკო დაწესებულების საშუალებით ფულადი დახმარების გაცემის პირობები განისაზღვრება მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად. 3. ფულადი დახმარების თანხის ჩარიცხვა ხორციელდება იმ პირის ანგარიშზე, ვისი მონაცემებიც მითითებული იქნება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული განცხადების შევსებისას. 4. ბენეფიციარის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს  ბენეფიციარისთვის დანიშნული ფულადი დახმარების  გაცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის ფულადი დახმარების გაცემა წარმოებს იმავე თვეში. მუხლი 9🔗. ფულადი დახმარების შეჩერება და განახლება 1. ფულადი დახმარების შეჩერება ხორციელდება, თუ არსებობს ინფორმაცია ბენეფიციარის მხრიდან ამ დახმარების მიღების უფლების არასწორად მოპოვების ან დარღვევის შესახებ. 2. ფულადი დახმარების შეჩერება ხორციელდება ინფორმაციის მიღების თვეში ფულადი დახმარების გადარიცხვამდე, ხოლო თუ ფულადი დახმარება გადარიცხულია - მომდევნო თვის 1 რიცხვიდან. 3. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ფულადი დახმარება განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება გასული პერიოდის მიუღებელი თანხა. მუხლი 10🔗. ფულადი დახმარების გადაანგარიშება 1. ფულადი დახმარების ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება თუ:                                     ა) შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობები; ბ) ბენეფიციარმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი (მაღალმთიანი რეგიონიდან გადავიდა არამაღალმთიან რეგიონში ან პირიქით) და ახალი მისამართი აკმაყოფილებს დახმარების მიღების პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად შესაბამისი დოკუმენტის ძალაში შესვლის ვადიდან, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში მოქალაქის მიერ განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.  მუხლი 11🔗. ფულადი დახმარების შეწყვეტა 1. ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის (შესაბამისი წყაროს მითითებით) წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) განცხადებით მიმართვისას - განცხადება; ბ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია; გ) ბენეფიციარის ასაკის 2 წლამდე მიღწევისას - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია; დ) ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს - განცხადება ან უფლებამოსილი პირის ინფორმაცია; ე) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან. 2. თუ შეჩერების საფუძველი ვერ აღმოიფხვრება ორი თვის განმავლობაში, მაშინ იგი ითვლება შეწყვეტილად შეჩერების თვიდან, ხოლო შეწყვეტილი დახმარების განახლება განხორციელდება ამ წესით განსაზღვრული ხელახალი დანიშვნის პირობების შესაბამისად.   მუხლი 12🔗. ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება 1. ფულადი დახმარებიდან შეიძლება განხორციელდეს თანხის დაკავება სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ზედმეტად დარიცხული ფულადი დახმარების დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით, დანიშნული ფულადი დახმარების არაუმეტეს 20%-სა, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.