ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №344
სარეგისტრაციო კოდი 470070000.22.034.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 765 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №344/№01-30/ნ/№147 2014 წლის 13 მაისი ქ. თბილისი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:         მუხლი 1🔗 1. შეიქმნას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის– შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსი, სახელმწიფო კომისიის მდივანი. 2. დაევალოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიას, შესაბამის უწყებებს შორის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების ტენდენციებზე დაკვირვება და ანალიზი, საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ერთობლივი ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაურისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკოფინანსთა მინისტრინოდარ ხადური დანართი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – სახელმწიფო კომისია)  მიზანია შესაბამის უწყებებს შორის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების ტენდენციებზე დაკვირვება და ანალიზი, საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ. 2. სახელმწიფო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულე­ბე­ბითა და შეთანხმებებით, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კა­ნონ­ქვე­მდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. სახელმწიფო კომისიაში სპეციალისტების მონაწილეობა სახელმწიფო კომისიის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნან შესაბამისი სპეციალისტები საჭიროების მიხედვით. მუხლი 3🔗. სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება 1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო კომისია: ა) აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის მიმოქცევას ბაზარზე; ბ) ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; გ) საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ქიმიურ ნაერთთა კლასების „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებში შეტანის ინიციირებასთან დაკავშირებით; დ) აქვეყნებს ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე. 2. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისათვის, როდესაც: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში კონკრეტული ქიმიური ნაერთების ავადმოხმარება ნარკოტიკული თრობის მისაღებად ხდებოდა; ბ)  მათი გამოყენებისას მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების მიხედვით, ექმნება საფრთხე მომხმარებლების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. 3. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები ქიმიურ ნაერთთა კლასების „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებში შეტანის ინიცირებაზე, როდესაც იმავე ზომის გატარება ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებაში უფრო ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მუხლი 4🔗. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესი 1. სახელმწიფო კომისია იკრიბება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და მის შეხვედრებს წარმართავს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. 3. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ დო­კუმენტებს და წარმოადგენს სახელმწიფო კომისიას მესამე პირებთან ურთიერთო­ბაში. 4. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის დავალებით მის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე. 5. სახელმწიფო კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველ­ყოფას ახორციელებს სახელმწიფო კომისიის მდივანი. 6. სახელმწიფო კომისიის მდივანი სახელმწიფო კომისიის წევრებს ატყობინებს შეხვედრის ჩატა­რების თარიღს და უგზავნის მათ შეხვედრის დღის წესრიგს, ხელმოსა­წერად ამზადებს სახელმწიფო კომისიის შეხვედრის ოქმებს და საოქმო ჩანა­წერს უგ­ზავნის სახელმწიფო კომისიის წევრებს, ახორციელებს სახელმწიფო კომისიის გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებებს. 7. სახელმწიფო კომისიის შეხვედრები ტარდება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოწვე­ვით ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზ­ნით. 8. სახელმწიფო კომისიის შეხვედრის დღის წესრიგს ამტკიცებს სახელმწიფო კომისიის თავ­მჯდო­მარე. 9. სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ სახელმწიფო კომისიის თავ­მჯდომარესა და კომისიის სხვა  წევრებს. 10. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სახელმწიფო კომისიის წევრთა ნა­ხე­ვარზე მეტი. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყვე­ტია თავმჯდომარის ხმა. 11. სახელმწიფო კომისიის შეხვედრა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები და მდივანი.