,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 ივნისის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №188
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 ივნისის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 ივნისის №108 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №75, მუხლი 816) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების მაკოორდინირებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
კონსტანტინე ვარძელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ქეთევან მახარაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ანნა ქათამიძეს – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია), სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) მოამზადონ, კომისიასთან ერთად შეიმუშაონ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა პროექტები და 2005 წლის 15 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობას.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტში დასახელებულმა სამინისტროებმა 2005 წლის 15 დეკემბრამდე კომისიას წარუდგინონ მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 1 დეკემბრისათვის კომისიას წარუდგინონ სასურსათო საწარმოების საქმიანობის რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი