საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.025.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 200 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №53 2014 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების" მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძალიან კარგად); დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook)  ცოდნა (ძალიან კარგად); ე) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, `საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის #97 დადგენილების ცოდნა.