საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№765
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ, სააგენტოსა და საქართველოში ევროპის კომისიის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№ENPI/2012/301-051) „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა“ მიზნების შესრულებისათვის, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, სააგენტოსათვის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით გამოყოფილი თანხიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი