საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 02.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №777
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №777
2014 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა:
ა) 2014 წლისათვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 36 ერთეულით;
ბ) 2014 წლისათვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 7 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი