სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2202
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2202

2011 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით­სარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქარ­თველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული პირებისათვის ტყეკაფების მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, სათბობი შეშის მო­ცუ­ლობების მიხედვით.

      

პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური

 

                                         დანართი №1

 

 

ხონის მუნიციპალიტეტი

ორგანიზაციის დასახელება

სათბობი შეშის მოცულობა (მ3)

1

მუნიციპალიტეტი (გამგეობა)

110

2

ა(ა)იპ – ხონის ცენტრალური საბავშვო ბაღი

90

 

 

                                         დანართი №2


 

 

     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საოლქო საარჩევნო კომისიები (წალკა, დუშეთი, ხარაგაული, მარტვილი, შუახევი, გურჯაანი, ყვარელი, ახმეტა, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ჩოხატაური)

სათბობი შეშის მოცულობა

75 მ3