სს "საქორგგაზის" განცხადება მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის” (ს/კ 208147637) აქციონერთა საყურადღებოდ

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სააქციო საზოგადოების მორიგი კრების მოწვევის შესახებ

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, დღის 12 საათზე, საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სს „საქორგგაზის” დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისი, ქიზიყის ქ.№13.

 

დღის წესრიგი:

1. სს „საქორგგაზის“ მიერ ქონების შეძენა ან/და გასხვისება.

2. სს „საქორგგაზის” კრედიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

3.  სს „საქორგგაზის“ კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით. 

4.    2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა:

ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად.

ბ)  სს„საქორგგაზის“ მიერ  2013 წლის მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა.

5.  დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

6.  სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

5.  2014  წლისთვის  აუდიტორის არჩევა.

6.  სხვადასხვა.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2014 წლის 8 მაისი. დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ კომპანიის ადმინისტრაციაში.