1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან და ყოველი წლის დეკემბერში დასამტკიცებლად  წარედგინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს.

2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას.

თავი VII

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყო