აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.05.2014
ძალის დაკარგვა 29.04.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 24.04.2015
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №
29
2014 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საარქივო სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის №74 ბრძანება „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“;
ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;
კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №262 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;
ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №263 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების დამტკიცების შესახებ“;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ნ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 3🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უპირატესობა მიენიჭება საარქივო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადების შესახებ;
ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №262 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;
თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №263 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების დამტკიცების შესახებ“;
ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 4🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება);
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1/456 გადაწყვეტილება „სარჩელის, პასუხის (შესაგებლის) და საჩივრის ფორმათა დამტკიცების შესახებ“;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
მ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 5🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) უპირატესობა მიენიჭება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” (თავი I);
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“;
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1/456 გადაწყვეტილება „სარჩელის, პასუხის (შესაგებლის) და საჩივრის ფორმათა დამტკიცების შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 6🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
გ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1/456 გადაწყვეტილება „სარჩელის, პასუხის (შესაგებლის) და საჩივრის ფორმათა დამტკიცების შესახებ“;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 7🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I და III თავი);
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ)საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.