სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.05.2014
ძალაში შესვლა 15.04.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2015
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,753 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2014 მიღება
15.04.2014 ძალაში შესვლა
01.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №1 2014 წლის 7 მაისი ქ. თბილისი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ძალაშია 2014 წლის 15 აპრილიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს, ამ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული თანამდებობების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს, სტრუქტურულ ერთეულებისა და თანამდებობების იერარქიას. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების საქმიანობას და მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე). თავი II თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე მუხლი 2🔗. თავმჯდომარე თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებითა და სტრუქტურით“ (შემდგომში – დებულება). მუხლი 3🔗. თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. 2. თავმჯდომარის მოადგილე, კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ამ ერთეულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას. 3. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის საზედამხედველო და საკოორდინაციო სფეროები ნაწილდება მათი დანიშვნისთანავე, შესაბამისი განკარგულებით. 4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. თავი III საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მუხლი 4🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. საინფორმაციო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი განვითარება; ბ) სააგენტოში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება; გ) სააგენტოში ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა, ადმინისტრირება და დაცვა; დ) სააგენტოს კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის, უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და გატარება; ვ) სააგენტოსთვის საჭირო სტატისტიკური და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების მიზნით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა; ზ) სააგენტოს ვებგვერდის მართვა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) სააგენტოს თანამშრომელთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლობა; მ) უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; გ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; მ) ასრულებს თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამისტი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოში პროგრამული საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და დანერგვას, არსებული პროგრამული საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფას; ბ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს სააგენტოში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა ორგანიზაციების შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის კავშირების შექმნას; გ) შეიმუშავებს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურას და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიას; დ) ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას; ე) იკვლევს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას; ვ) იკვლევს კონკრეტული ამოცანისათვის მზა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას; ზ) მართავს სააგენტოს ვებგვერდს და უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას; თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 7. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოში მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი სისტემის დანერგვას, არსებული მონაცემთა ბაზების განვითარებასა და სრულყოფას; ბ) ამუშავებს და აანალიზებს სააგენტოში არსებულ მონაცემთა საცავებს; გ) მონიტორინგს უწევს მონაცემთა ბაზებს და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას; დ) კონტროლს უწევს მონაცემთა ბაზებზე წვდომას; ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ერთიანი მონაცემთა საცავის შექმნას, ადმინისტრირებასა და განვითარებას; ვ) უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირებას, კოპირების მექანიზმების შემუშავებას, მათ ტესტირებასა და ინფორმაციის აღდგენის პროცედურებს; ზ) ზრუნავს არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე; თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 8. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი: ა) ხელს უწყობს სააგენტოში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას, შეიმუშავებს მათი გამოყენების წესებსა და ნორმებს; ბ) ზრუნავს არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე; გ) შეიმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიას; დ) შეიმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის არქიტექტურას; ე) უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნას, განხორციელებასა და მის შემდგომ განვითარებას; ვ) იკვლევს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას; ზ) მონიტორინგს უწევს სააგენტოს ინფრასტრუქტურაში დაცულ მონაცემთა ბაზებს და აწარმოებს სარეზერვო კოპიებს; თ) უზრუნველყოფს სააგენტოს ინფრასტრუქტურაში დაცული მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებას; ი) სააგენტოს ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ქმნის და მონიტორინგს უწევს ინფრასტრუქტურის სარეზერვო სისტემას; კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სისტემური ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟსა და მათ შემდგომ ადმინისტრირებას; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მონიტორინგს, ურთიერთკავშირს, უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას, ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფას, ურთიერთობა აქვს მომსახურების მომწოდებელთან და აკონტროლებს ინტერნეტთან წვდომის ხარისხს; დ) მართავს სააგენტოს ვებგვერდს; ე) წარადგენს სააგენტოს ქსელური ინფრასტრუქტურის წარმადობის შესახებ პერიოდულ ანგარიშგებას; ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ ქსელის ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 10. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინციდენტების პრევენციის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის ფუნქციონირებისა და მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაციას, მოგვარებასა და მათზე ანგარიშგებას; ბ) შეიმუშავებს და მართავს ინციდენტების დაფიქსირებისა და რეაგირების ეფექტიან სისტემას, მონიტორინგსა და ორგანიზებას უწევს დაფიქსირებული ინციდენტების დროულად და ხარისხიანად აღმოფხვრას; გ) ახორციელებს სასერვერო ინფრასტრუქტურიდან ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მონიტორინგს; დ) წარადგენს სააგენტოს კომპიუტერული ინფრასტრუქტურის წარმადობის შესახებ პერიოდულ ანგარიშგებას; ე) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა შორის კომუნიკაციას; ვ) აცნობს სააგენტოს თანამშრომლებს კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის წესებს; ზ) აცნობს სააგენტოს თანამშრომლებს მათ ვალდებულებებს ინფორმაციის დაცვის სფეროში; თ) ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულებას; ი) ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს თავმჯდომარეს, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესა და დეპარტამენტის დირექტორს; კ) ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; მ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ მონაცემთა ინციდენტების პრევენციის ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი IV მონიტორინგის დეპარტამენტი მუხლი 5🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგი; ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ იურიდიული დეპარტამენტის ინფორმირება; გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგისას აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი და განზოგადება და შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების შემუშავება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის გზით; დ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ან/და განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება, მათი იურიდიული დეპარტამენტისთვის, თავმჯდომარისათვის და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განხორციელებულ ან/და განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება, მათი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის, თავმჯდომარისათვის და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლობა; ი) უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. მონიტორინგის დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. მონიტორინგის დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს; თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; მ) ასრულებს თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 6🔗. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების, ელექტრონული ტენდერების, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერების სრული მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა; ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების, ელექტრონული ტენდერების, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა; ვ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს; ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) მონიტორინგს უწევს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებს, ელექტრონულ ტენდერებს, ორეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებსა და ორეტაპიან ელექტრონულ ტენდერებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების, ელექტრონული ტენდერების, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის დირექტორთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან; ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი: ა) მონიტორინგს უწევს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებს, ელექტრონულ ტენდერებს, ორეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებსა და ორეტაპიან ელექტრონულ ტენდერებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების, ელექტრონული ტენდერების, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗. გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების (ePLAN) მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა; გ) კონკურსის მეშვეობით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა; დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა; თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს; ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს; ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებულ ხელშეკრულებებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის დირექტორთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან; ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი: ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს; ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებულ ხელშეკრულებებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს; დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, დადგენილი წესით სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი V იურიდიული დეპარტამენტი მუხლი 8🔗. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა; გ) ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ე) სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; ვ) შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციების შესრულება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლობა; მ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება. 2. იურიდიული დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. იურიდიული დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/იურიდიულ დეპარტამენტს; თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; მ) ასრულებს თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 9🔗. სამართალწარმოების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. სამართალწარმოების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირება; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციების შესრულება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/იურიდიული დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაკისრებული სამართალწარმოების სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება. 2. სამართალწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/იურიდიულ დეპარტამენტს/სამმართველოს; ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი იურისტი: ა) წარმოადგენს სააგენტოს სასამართლოში, რისთვისაც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საპროცესო მოქმედებებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე, რისთვისაც ახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; დ) ასრულებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციებს, ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის დირექტორთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/იურიდიულ დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან; ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. სამართალწარმოების სამმართველოს იურისტი: ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას; ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის მომზადებაში; გ) ასრულებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციებს, იწვევს მხარეებს სხდომაზე, ამზადებს სხდომის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას; დ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს სააგენტოს სასამართლოში; ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 10🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა; გ) ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ე) შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/იურიდიული დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა; ი) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაკისრებული სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/იურიდიულ დეპარტამენტს/სამმართველოს; ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იურისტი: ა) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწაზე; ბ) ამზადებს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) ახორციელებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის დირექტორთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/იურიდიულ დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან; ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტი: ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას; ბ) ამზადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებს, მონაწილეობას იღებს ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებაში; გ) მონაწილეობას იღებს შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს მხარეებს, ამზადებს ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას; დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი VI სასწავლო ცენტრი მუხლი 11🔗. სასწავლო ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. სასწავლო ცენტრის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებებიდან და დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, საცნობარო და სხვა სახის მასალების მომზადებისა და გამოცემის უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა; დ) სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება; ე) საჭიროების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა გამოცდების, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობის დამყარება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სასწავლო ცენტრი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. სასწავლო ცენტრი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. სასწავლო ცენტრი ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც: ა) წარმართავს ცენტრის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს ცენტრის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს ცენტრის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს ცენტრისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) თავმჯდომარეს და კურატორი თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/სასწავლო ცენტრს; ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას ცენტრის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. სასწავლო ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას, ცენტრის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი: ა) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებებიდან და დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სწავლების ძირითად მიმართულებებს; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, საცნობარო და სხვა სახის მასალების მომზადებასა და გამოცემას; გ) შეიმუშავებს სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს გამოცდების, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში; ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, ურთიერთობას ამყარებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით; ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 7. სასწავლო ცენტრის სპეციალისტი: ა) მონაწილეობას იღებს სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებებიდან და დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში; ბ) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, საცნობარო და სხვა სახის მასალების მომზადებისა და გამოცემის უზრუნველყოფაში; გ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სასწავლო სახის პროექტების ჩატარებას; დ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამების განხორციელებას; ე) საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს გამოცდების, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში; ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი VII ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახური მუხლი 12🔗. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ბ) სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვა; გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება; დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ვ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/სამსახურის წარმომადგენლობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) თავმჯდომარის მიერ ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის წინაშე. 3. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვასა და კოორდინაციას, შეიმუშავებს და წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; ზ) წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბალანსს; თ) ამოწმებს ძირითადი საშუალებების, საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებულ ბუღალტრულ საბუთებს; ი) უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციები; კ) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს; მ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; პ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ჟ) ასრულებს თავმჯდომარის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ბუღალტერი: ა) აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას; ბ) საბანკო და სახაზინო გადარიცხვებისთვის ამზადებს საგადახდო დავალებას; გ) ამზადებს შემოსავლისა და გასავლის ორდერებს; დ) გასცემს სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებს; ე) ავსებს საგადასახადო დეკლარაციებს როგორც მთლიანი, ასევე ყოველთვიური განაცემის შესახებ თანამშრომლების მიხედვით; ვ) ამზადებს ანგარიშგებებს; ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკური ფორმების შევსებასა და გადაგზავნას; თ) აღრიცხავს ძირითად საშუალებებს და აწარმოებს საამორტიზაციო ანარიცხებს; ი) ატარებს ძირითადი საშუალებების, საქონლის, მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებულ ბუღალტრულ საბუთებს; კ) ადარებს საწყობში არსებულ და საბუღალტრო პროგრამაში გატარებულ საქონლის ნაშთებს; ლ) საბუღალტრო პროგრამაში ატარებს ყოველდღიურ საბუღალტო ოპერაციებს; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა აქვს შესაბამის დაწესებულებებთან; ო) ასრულებს თავმჯდომარის ან სამსახურის უფროსის მიერ საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 7. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის შესყიდვების კოორდინატორი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და მასში ცვლილების შეტანას; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს სატენდერო პროცედურებს, უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის პროცედურებს, უზრუნველყოფს საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; ე) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების, მასში ცვლილების შეტანის პროექტს; ვ) დადგენილი წესით წარადგენს ანგარიშგებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა აქვს შემსყიდველ ორგანიზაციასთან და მიმწოდებელთან; თ) თანამშრომლობს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან; ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; კ) ასრულებს თავმჯდომარის ან სამსახურის უფროსის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 8. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ლოგისტიკის კოორდინატორი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების შეფასებას, ჩამოწერასა და გადაცემას; დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს; ე) ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მასთან დაკავშირებულ საპროექტო სამუშაოებს; ვ) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის შედგენის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს სამსახურის უფროსს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობას და კონტროლს; თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას; ი) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვას; კ) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს ზოგიერთი დამხმარე თანამშრომლების საქმიანობას; ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან სამსახურის უფროსის მიერ ლოგისტიკასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი VIII საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მუხლი 13🔗. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სააგენტოს წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სააგენტოს სახელით საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში მონაწილეობა; ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიების საკითხზე მუშაობა; დ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) სხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოება და თანამშრომლობა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ზ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციებს; ზ) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს; ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი: ა) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით,  წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სააგენტოს/სამსახურის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში; ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პროექტებს; გ) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიების საკითხზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტებს; ე) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოებასა და თანამშრომლობას; ვ) ამზადებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნ დოკუმენტებს; ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 7. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი: ა) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში; ბ) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნი დოკუმენტების შემუშავებაში; გ) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიების საკითხში; დ) მონაწილეობას იღებს დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაციასა და მონიტორინგში; ე) მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოებისა და თანამშრომლობის პროცესში; ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სააგენტოს/სამსახურის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი IX აპარატი მუხლი 14🔗. აპარატის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. აპარატის ფუნქციებია: ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება; ბ) სააგენტოში საარქივო საქმიანობის ორგანიზება; გ) ადამიანური რესურსების მართვა; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობა; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ვ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) თავმჯდომარის საქმიანობის ხელშეწყობა; თ) უფლებამოსილების ფარგლებში, აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) სააგენტოს სახელით გასამართი ღონისძიებების, სტუმრების მიღებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა; კ) თავმჯდომარის მიერ აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. აპარატი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის წინაშე. 3. აპარატი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. აპარატს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს აპარატის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს აპარატის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია აპარატისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/აპარატს; თ) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელით გასამართი ღონისძიებების, სტუმრების მიღებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხებს; ი) უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციები; კ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას აპარატის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ო) ასრულებს თავმჯდომარის მიერ აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. აპარატის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აპარატის უფროსის მოვალეობას, აპარატის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. აპარატის საქმისმწარმოებელი: ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში საქმისწარმოებას; ბ) დადგენილი წესით იღებს, ამუშავებს და აგზავნის, სისტემატიზაციას უკეთებს და არეგისტრირებს სააგენტოს ოფიციალურ კორესპონდენციას; გ) დროულად წარუდგენს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას სააგენტოს თავმჯდომარეს ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს; დ) არეგისტრირებს და სისტემატიზაციას უკეთებს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული აქტებისა); ე) უზრუნველყოფს საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების შენახვისა და გამოყენების კონტროლს. ვ) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 7. აპარატის სპეციალისტი (არქივარიუსი): ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში საარქივო საქმიანობას; ბ) ღებულობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დოკუმენტებს, არქივში აღრიცხავს და უზრუნველყოფს მათ დაცვას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის არქივში დაცული დოკუმენტების გადაცემას, მათი დროულად დაბრუნების კონტროლსა და აღრიცხვას; დ) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს არქივის დოკუმენტების საცნობარო კატალოგს; ე) ამზადებს დოკუმენტებს ეროვნული საარქივო ფონდისთვის გადასაცემად შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ვ) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ არქივარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 8. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით; ბ) ამზადებს განკარგულების პროექტებს სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესით დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ; გ) აწარმოებს და აღრიცხავს სააგენტოს თანამშრომელთა პირად საქმეებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვას; ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა ფუნქციებისა და საქმიანობის წესის, თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; ზ) შეიმუშავებს სააგენტოს შინაგანაწესის პროექტს; თ) შეიმუშავებს და აანალიზებს სააგენტოს თანამშრომელთა სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს; ი) დადგენილი წესით უტარებს სააგენტოს თანამშრომლებს ატესტაციას; კ) დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას; ლ) ორგანიზებას უწევს სააგენტოში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; მ) სისტემატიზაციას უკეთებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესაბამის ორგანოში წარდგენას; ო) ამზადებს შრომითი ხელშეკრულების პროექტს; პ) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 9. კომუნიკაციების მენეჯერი: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარესთან ან/და აპარატის უფროსთან შეთანხმებით, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობას; ბ) ამზადებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას და თავმჯდომარესთან შეთანხმებით აწვდის მას მასმედიასა და საზოგადოებას; გ) აანალიზებს მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და წარუდგენს მას აპარატის უფროსსა და თავმჯდომარეს; დ) კომპეტენციის ფარგლებში, გეგმავს და ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ გასამართ პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, უზრუნველყოფს ამ ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღებას, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, აახლებს ინფორმაციას სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში; ვ) უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს საჯარო ინფორმაციის გაცემას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას; ზ) აღრიცხავს საჯარო ინფორმაციას მოთხოვნასთან დაკავშირებით სააგენტოში შემოსულ განცხადებებს; თ) ამზადებს სააგენტოს მიერ წარსადგენ და გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშს; ი) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ კომუნიკაციასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 10. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სპეციალისტი: ა) პასუხობს სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხისა თუ სიახლის შესახებ; ბ) ამისამართებს ზარის განმახორციელებელს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, თუ კონსულტაციის გაწევა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს; გ) აკონტროლებს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებს და აგზავნის მათ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში; დ) აღრიცხავს ხშირად დასმულ კითხვებს და პერიოდულად წარუდგენს მათ აპარატის უფროსს; ე) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 11. თავმჯდომარის თანაშემწე: ა) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის ყოველდღიურ საქმიანობას, ადგენს მისი საქმიანობის დღის განრიგს; ბ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის შეხვედრებს, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს შეხვედრის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს; გ) ამზადებს თავმჯდომარის კორესპონდენციას; დ) ამოწმებს თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერ კორესპონდენციას; ე) კოორდინაციას უწევს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემასა და მათ შესრულებას; ვ) პასუხობს სატელეფონო ზარებს, ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებს და თავმჯდომარის დავალების შესაბამისად ურთიერთობს დაინტერესებულ პირებთან; ზ) ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 12. თავმჯდომარის მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს თანამშრომლების, სტუმრებისა და სხვა პირების მიღებას; ბ) თავმჯდომარის დავალებით პასუხობს სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებს; გ) ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 13. აპარატის მძღოლი: ა) უზრუნველყოფს თავმჯდომარის გადაადგილებას; ბ) უზრუნველყოფს მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად ექსპლუატაციას და მისი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აცნობებს ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურს; გ) ასრულებს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის მიერ დაკისრებულ ცალკეულ ფუნქციებს. თავი X ანალიტიკური ჯგუფი მუხლი 15🔗. ანალიტიკური ჯგუფის ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. ანალიტიკური ჯგუფის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის, სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის სისტემატური შესწავლა და ანალიზი; ბ) ბიზნესანალიტიკის სისტემის (Business Intelligence), სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება; გ) სააგენტოში არსებული ანალიტიკური ინსტრუმენტების გაუმჯობესება და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა; დ) რისკფაქტორების იდენტიფიცირება, ანალიზი, მათი, გამოვლენის ეფექტიანი სისტემის შექმნა, პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ე) სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ვ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ხელშეწყობა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის პროცესში, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს/ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენლობა; ი) უფლებამოსილების ფარგლებში, ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ანალიტიკური ჯგუფი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. ანალიტიკური ჯგუფი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. ანალიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს ჯგუფის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს ჯგუფის თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს ჯგუფის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია ჯგუფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს ჯგუფისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს ჯგუფის საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/ანალიტიკურ ჯგუფს; ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას ჯგუფის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს ჯგუფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ჯგუფისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. ჯგუფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ჯგუფის უფროსის მოვალეობას, ჯგუფის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. ანალიტიკური ჯგუფის ანალიტიკოსი: ა) შეისწავლის და ანალიზს უკეთებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ მდგომარეობას, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს; ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბიზნესანალიტიკის სისტემის (Business Intelligence), სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით; გ) მონაწილეობას იღებს სააგენტოში არსებული ანალიტიკური ინსტრუმენტების გაუმჯობესებას და ახალი ინსტრუმენტების დანერგვაში; დ) შეიმუშავებს რეკომენდაციას რისკფაქტორების იდენტიფიცირების, ანალიზის, მათი, გამოვლენის ეფექტიანი სისტემის შექმნის, პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ; ე) მონაწილეობას იღებს სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში; ვ) მონაწილეობას იღებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდებს სააგენტოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის პროცესში მათთვის საჭირო ინფორმაციას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოადგენს სააგენტოს/ანალიტიკურ ჯგუფს; ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და ანალიტიკური ჯგუფის უფროსის მიერ ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი XI კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველო მუხლი 16🔗. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი 1. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს ფუნქციებია: ა) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავება; ბ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; გ) ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ურთიერთობა; ე) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება; ვ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/სამმართველოს წარმომადგენლობა; კ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 3. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. 4. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სააგენტოს შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს ან/და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უშუალოდ ახორციელებს ჯგუფისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ზ) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სამმართველოს; ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ნ) ასრულებს თავმჯდომარის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტს; ბ) განათავსებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებულ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; გ)  სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით ურთიერთობა აქვს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან; ე) ასრულებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებს, ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ პროცედურებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.