„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ადვოკატთა შესახებ 20.06.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:
მუხლი 351. სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის ან დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთხოვნით.“.
3. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4332–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4332. სარეგისტრაციო კოდი — 160.000.000.05.001.002.742.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №4332, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.002.742 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23410/