შეტყობინება სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომში – სს „თელასი“,“საზოგადოება“) იტყობინება 2014 წლის 09 ივნისს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:
საზოგადოების 2013 წლის ანგარიშის და ფასს-ის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება.
მოგების განაწილება, მათ შორის 2013 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდების და ზარალის გადახდა (გამოცხადება).
საზოგადოების 2014 წლის აუდიტორის დამტკიცება.
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირების სიის შედგენის სააღრიცხვო დღე - 2014 წლის 08 მაისი.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დრო – 17 სთ 00წთ ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 16 სთ 30წთ ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირების რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში “ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2014 წლის 19 მაისიდან 2014 წლის 09 ივნისამდე, 10სთ00წთ-დან 17სთ 00წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
2014 წლის 09 ივნისს
სს „თელასის“აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების
დანართი „ა“
დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის
სს „თელასის“ წესდების 10 მუხლის 10.14 პუნქტის შესაბამისად შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში– საზოგადოება) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ საზოგადოების მიერ ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე განთავსდება ინტერნეტ-ქსელში საზოგადოების ვებსაიტზე არაუგვიანეს 20დღისა აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია კრებაში მისი მონაწილეობის უფლების შემოწმება.
სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები 2014 წ. 30 აპრილი
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ შეთავაზა სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას:
1) არ განხორციელდეს დივიდენდების გადახდა 2013 წლის შედეგების მიხედვით.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრებისთვის რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2014 წლის 30 აპრილს (30.04. 2014წ. სს ოქმი №119).
2014 წლის 09 ივნისს სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს კრებაში მონაწილების უფლების შემოწმება შეუძლია სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“(2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება №სრ-248), მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავავაძის გამზ. №74ა (მოსაშვილის №11). ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (8832) 25-15-60.