ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2236
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2236

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვაბღის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 1 500 მ3 ანდეზიტ-ბაზალტის (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   ნიკა გილაური