სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№021-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს “კავკასრეესტრის” განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

2014 წლის 31 მაისს, 12 საათზე, ჩატარდება სს “კავკასრეესტრის” აქციონერთა საერთო კრება.

 

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

1. 2013 წლის ანგარიში;

2. მოგების გამოყენების შესახებ;

3. აუდიტორის დამტკიცება.

 

 

სს “კავკასრეესტრის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 01 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10.00-დან 17.30 საათამდე, სს “კავკასრეესტრის”აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

31 მაისს, 11.00 საათიდან 11.55 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერმა ან აქციონერთა ერთმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად, რისთვისაც თან უნდა იქონიოს სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, (მოსაშვილის ქ.№11), მე-2 სართული, სს “კავკასრეესტრის” ოფისი.

 

 

 

სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები

დღის წესრიგთან დაკავშირებით

 

1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით: „დამტკიცდეს 2013 წლის ანგარიში”;

 

2. დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით: „მოგება დარჩეს სააქციო საზოგადოებაში”;

 

3. დღის წესრიგის მე-3 საკითხთან დაკავშირებით: „2014 წლისთვის

აუდიტორად კვლავ არჩეულ იქნ ე ს შპს „ემჯიაი ჯორჯია ”

 

 

სს “კავკასრეესტრის” დირექტორი                                მ  ვარდიაშვილი