სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2568
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე- 6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 23 დეკემბრის №05 /30350)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქ. №13-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართ ობ ი 976.98 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 9 672 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №43.31.49.162) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მ გ ანკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებ ათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2568. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“, №2568, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2343301/