1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემოკლებული სახელწოდებაა: „სჯსუ“; ინგლისური სახელწოდებაა: Legal entity of public law – samtske-javakheti state university., შემოკლებული სახელწოდებაა „Sjsu“.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, ლოგო, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).

6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №