1.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
2. პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების   ხელმძღვანელის თანამდებობა ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ' საქართველოს კანონის მოთხოვნები.
5. უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა შესაძლოა გახდეს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველ