,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №77

2014 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში (სსმ, №134, 19/10/2010) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს  თანდართული დებულება.”.

 

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულება“;

 

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.

2. საბჭოს მიზანია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა, აგრეთვე წევრების კანდიდატების შერჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოსათვის არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის _ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან“;

 

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშაოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრს (შემდგომში – მინისტრს) წარუდგინოს რეკომენდაციები და წინადადებები სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით;“;

 

გ.ბ. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის თითო კანდიდატურა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან – პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურა;“;

 

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი

1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ხოლო სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს – უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.

2. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, საბჭო აცხადებს ვაკანსიას.

3. ინფორმაცია ვაკანსიის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სამინისტროს ვებგვერდზე.

4. არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას.

6. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა, წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, საბჭოს მიერ მინისტრს წარედგინება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურა.“.

მუხლი 2
ადგილობრივი საბჭოების შექმნისათვის, ამ ბრძანების პირველი მუხლის  მე-3 პუნქტის 'დ' ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაკანსიის გამოცხადების ვადად, განისაზღვრება არაუგვიანეს 2014 წლის 23 მაისი.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე