,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.016265
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №43

2014  წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებით (ვებგვერდი, 010240030 სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016216) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა)  მე-6 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტის უფროსის დავალებით დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელს აწერს დეპარტამენტში შემოსულ/მომზადებულ დოკუმენტაციას, გარდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა.”;

გ) მე-11 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

დ) მე-12 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სახელმწიფო შესყიდვების არაელექტრონული საშუალებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების განსაზღვრა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.”;

ე) მე-12 მუხლს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ვ) მე-13 მუხლს დაემატოს ,,ზ”ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ზ) მე-14 მუხლს დაემატოს ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ელექტრონული საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.026.016265.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №43, 06.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016265 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2344592/