საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სასპორტო საგანამანათლებლო დაწესებულება - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯად რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.05.2014
ძალის დაკარგვა 19.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №01/375
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი | სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სასპორტო საგანამანათლებლო დაწესებულება - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯად რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01/375
2014 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სასპორტო საგანამანათლებლო დაწესებულება - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯად რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული
განათლების
შესახებ
“ საქართველოს
კანონის
151
მუხლის
„ა
“ პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№
3153 – რს, 29.06.2010წ.)
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე
, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
საშუალო პროფესიული სასპორტო საგანამანათლებლო დაწესებულება - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის
რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის წესდება
, ამ
ბრძანების
დანართის
შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად
გამოცხადდეს
„საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
- საშუალო პროფესიული სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის N3/73 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი (შემდგომში – საზოგადოებრივი კოლეჯი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. საზოგადოებრივი კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. საზოგადოებრივი კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.
3. საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საზოგადოებრივი კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5. საზოგადოებრივი კოლეჯის იურიდიული მისამართია – საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №7.
მუხლი 2🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები და ამოცანები
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია ყველა საფეხურის სასპორტო და სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მომზადება, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივი კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ისე წარმართვას, რომ პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შეძენა თეორიული პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისად გამოყენების მიზნით;
ბ) ზრუნავს სასწავლო და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატურ გაუმჯობესებაზე, სპორტული ბაზების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და მუდმივ განახლებაზე;
დ) უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო წიგნადი, ელექტრონული და აუდიო-ვიდეოფონდების განახლებას სასწავლო მასალითა და სახელმძღვანელოებით;
ე) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას და პროფესიულ სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
ვ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
ზ) ზრუნავს შესაბამისი სწავლების მეთოდების გამოყენებითა და დანერგვით სათანადო ცოდნის მიცემაზე;
თ) ხელს უწყობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗.
სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
1. საზოგადოებრივ კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზება, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე.
2. საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლის უფლება აქვს საბაზო ან სრული ზოგადი განათლების მქონე ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც ჩააბარებს შესაბამის ტესტირებას და დააკმაყოფილებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
3. საზოგადოებრივ კოლეჯში მიღება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.
5. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.
თავი II
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვა
მუხლი 4🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის პრინციპები
1. საზოგადოებრივი კოლეჯი უზრუნველყოფს:
ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების (შემდგომში - დამსაქმებელი) მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას;
ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, ამ წესდებითა და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 5🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურა და მართვა
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი.
მუხლი 6🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას, ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან საბჭოს წინაშე;
დ) ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
ე) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას;
ვ) ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
თ) იხილავს საზოგადოებრივ კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, მასში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ი) აკონტროლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მიერ საზოგადოებრივი კოლეჯის თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
კ) ითანხმებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების ან წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტს;
ლ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილი მისაღები სტუდენტების რაოდენობას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის წესი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა შეადგენს სამ წელს.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის – დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
4. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.
5. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს საზოგადოებრივ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით.
6. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაცია და არჩევნების დღე ინიშნება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
7. ხმის მიცემა ხდება პირადად და ამომრჩეველი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. აკრძალულია სხვა პირის მაგივრად ხმის მიცემა. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენლებს თითო პროფესიულ სტუდენტზე აქვთ ერთი ხმის უფლება.
8. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;
ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.
9. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.
10. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა შორის ტარდება დამატებითი არჩევნები გამარჯვებულის გამოვლენამდე.
მუხლი 8🔗.
საარჩევნო კომისია
1. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია, სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიულ სტუდენტთა მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი პროფესიული განათლების მასწავლებელი;
ბ) საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.
3. საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ცხადდება საჯაროდ. დარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთაგან, საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წინასწარ შემუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული კრიტერიუმების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს სტუდენტთა პირველი კონტიგენტის მიღებიდან 1 თვის შემდეგ.
მუხლი 9🔗.
სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცხადდება საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია და მათი შერჩევის კრიტერიუმები.
2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან სამინისტრო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე ყველა წევრის შეკრების შემდეგ.
2. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით არჩეული საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელის არჩევის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას;
ბ) მონაწილეობს კენჭისყრაში;
გ) კონტროლს უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით;
დ) გარდაცვალების შემთხვევაში.
6. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს არანაკლებ 4 წევრი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ ხმა მისცა საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
7. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეულ საკითხებს შესაძლოა კენჭი უყარონ ფარულად.
8. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
9. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
10. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა საჯარო საზოგადოებრივ კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან საზოგადოებრივი კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა.
11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება;
გ)საზოგადოებრივ კოლეჯსა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყეტისას;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ სხდომების ზედიზედ სამჯერ გაცდენის შემთხვევაში:
დ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;
დ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;
ე) თუ დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;
ვ) თუ მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
ზ) სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
მუხლი 11🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი
1. საზოგადოებრივ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი:
ა) მართავს და ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. საზოგადოებრივ კოლეჯს წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობებში, გასცემს მინდობილობებს;
ბ) ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროსთან შეთანხმებულ საზოგადოებრივი კოლეჯის საშტატო განრიგს და ბიუჯეტს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებას და თანხებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით. განსაზღვრავს საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;
ზ) ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;
თ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სასწავლო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების ოდენობას სამინისტროსთან შეთანხმებით. ადგენს სასწავლო პერსონალის დატვირთვას;
კ) ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი თებერვლისა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ლ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, საზოგადოებრივი კოლეჯის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
მ) ადგენს მისაღები სტუდენტების რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
ნ) გამოსცემს სამართლებრივ აქტს პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის აღდგენის შესახებ;
ო) წარმართავს და ზედამხედველობს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;
პ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
ჟ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების/წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს სამეთვალყურეო საბჭოსთან;
რ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას
4. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი
5. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.
7. საზოგადოებრივი კოლეჯი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი.
9. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური ან/და სასპორტო მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.
10. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:
ა) პასუხისმგებელია სასწავლო პროცესზე.
ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
11. საზოგადოებრივი კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულის უფროსად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირი.
მუხლი 12🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო და დამხმარე პერსონალი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო პერსონალს მიეკუთვნება პროფესიული განათლების მასწავლებელი, მოწვეული სპეციალისტი.
2. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. პროფესიული განათლების მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს.
4. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
5. საზოგადოებრივი კოლეჯის დამხმარე პერსონალს წარმოადგენს საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამშრომლები გარდა სასწავლო პერსონალისა.
6. საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო და დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
თავი III
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები.
საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 13🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საზოგადოებრივ კოლეჯს გააჩნია შესაბამისი ქონება.
2. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საზოგადოებრივი კოლეჯი უფლებამოსილია მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას; საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
7. საზოგადოებრივი კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
8. საზოგადოებრივი კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. საზოგადოებრივ კოლეჯს შეუძლია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.
4. საზოგადოებრივ კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
6. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 15🔗.
სახელმწიფო კონტროლი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 16🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
თავი V
გარდამავალი დებულება
მუხლი 17🔗.
საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება
ამ წესდების მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებამდე, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საარჩევნო კომისიის წევრებს (5 პირი კოლეჯის თანამშრომლებისგან) ნიშნავს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.