„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნიათ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირებისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ ან საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებამ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 2 მარტი.
№4409_Iს