დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია
მიღების თარიღი 16.05.2005
ძალაში შესვლა 01.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №16.05.05
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2014
დოკუმენტის ტექსტი
დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია
ევროპის საბჭოს კონვენცია
დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ
ვარშავა 16 მაისი 2005
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და წინამდებარე კონვენციის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები,
ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მყარი ერთიანობის მიღწევა;
დარწმუნებულნი არიან საზოგადოების დაცვისაკენ მიმართული ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების საჭიროებაში;
ითვალისწინებენ, რომ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც გახდა სულ უფრო მზარდი საერთაშორისო პრობლემა, საჭიროებს თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენებას საერთაშორისო მასშტაბით;
სწამთ, რომ ამ მეთოდებისგან ერთ-ერთს წარმოადგენს დამნაშავეებისათვის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების და დანაშაულის ჩადენის საშუალებების ჩამორთმევა;
ითვალისწინებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ასევე უნდა შეიქმნას საერთაშორისო თანამშრომლობის კარგად ფუნქციონირებადი სისტემა;
მხედველობაში იღებენ, ევროპის საბჭოს კონვენციას დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ (ETS No: 141 - შემდგომში მოხსენიებული როგორც „1990 წლის კონვენცია");
აღნიშნავენ რა ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ 2001 წლის 28 სექტემბერს მიღებულ 1373(2001) რეზოლუციას საერთაშორისო მშვიდობისათვის და უშიშროებისათვის ტერორისტული საფრთხის შესახებ და კერძოდ მის 3.d პუნქტს;
აღნიშნავენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1999 წლის 9 დეკემბერს მიღებული ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციას და კერძოდ მის მე-2 და მე-4 მუხლებს, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებენ ტერორიზმის დაფინანსება აღიარონ სისხლის სამართლის დანაშაულად;
დარწმუნებულნი არიან გადაუდებელი ზომების მიღების საჭიროებაში, რათა რატიფიცირებული და სრულად განხორციელებული იქნეს ზემოთ ნახსენები ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენცია;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
ტერმინების გამოყენება
მუხლი 1🔗
ტერმინების გამოყენება
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) „შემოსავალი" ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულიდან პირდაპირი ან არაპირდაპირ წარმოშობილ ან მიღებულ ნებისმიერი ეკონომიკურ სარგებელს. იგი შეიძლება შედგებოდეს ამ მუხლის (b) ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერ ქონებისაგან;
b) „ქონება" მოიცავს ნებისმიერი სახის ქონებას, ქონებრივს ან არაქონებრივს, მოძრავს ან უძრავს, ან იურიდიულ აქტებს ან დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას ან წილს;
c) „საშუალებები" ნიშნავს ნებისმიერ ქონებას, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც გამიზნული იყო, ნებისმიერი გზით, მთლიანად ან ნაწილობრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ან დანაშაულების ჩასადენად;
d) „კონფისკაცია" ნიშნავს სასჯელს ან ზომას, რაც დაწესებულია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულთან ან დანაშაულებებთან დაკავშირებული სამართალწარმოების შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვება ქონების საბოლოო ჩამორთმევა;
e) „პრედიკატული დანაშაული" ნიშნავს ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულს, რის შედეგადაც მიღებული იქნა შემოსავალი, რომელიც შეიძლება გახდეს დანაშაულის ობიექტი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მე-9 მუხლში;
f) „ფინანსური დაზვერვის სამსახური" (შემდგომში მოხსენიებული როგორც „FIU") ნიშნავს ცენტრალურ, ეროვნულ დაწესებულებას, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მიღებაზე (და ნებართვის შემთხვევაში მოთხოვნაზე) ანალიზზე და კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდებაზე, ფინანსური ინფორმაციის გაცემაზე:
i. რომელიც დაკავშირებულია საეჭვო შემოსავალთან და ტერორიზმის პოტენციურ დაფინანსებასთან; ან
ii. მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობა ან წესები,
ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით;
g) „დაყადაღება" ან „ამოღება" ნიშნავს ქონების გადაცემის, განადგურების, კონვერსიის, განკარგვის ან გადაადგილების დროებით აკრძალვას ან დროებით შენახვას დაშვებას ან ქონების კონტროლს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცმული ბრძანების საფუძველზე;
h) „ტერორიზმის დაფინანსება" ნიშნავს ზემოთ ნახსენები ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის მე-2 მუხლში დადგენილ აქტებს.
თავი II
ტერორიზმის დაფინანსება
მუხლი 2🔗
წინამდებარე კონვენციის გამოყენება ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში
1. კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, რომ მას საშუალება მიეცეს გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის III, IV და V თავების დებულებები ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში.
2. კერძოდ, თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ მას აქვს უკანონო ან უკანონო წარმოშობის ქონების ან ამ დანაშაულით მიღებული შემოსავალის, მოძიების, გამოვლენის, ამოცნობის, დაყადაღების, ამოღების და კონფისკაციის შესაძლებლობა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოიყენება ან გამოყოფილია ნებისმიერი გზით გამოსაყენებლად ტერორიზმის დასაფინანსებლად და უზრუნველყოს ამ მიზნით თანამშრომლობა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
თავი III
ეროვნულ დონეზე გასატარებლი ზომები
ნაწილი 1 - ზოგადი დებულებები
მუხლი 3🔗
კონფისკაციის ზომები
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, იმისათვის, რომ მას საშუალება მიეცეს კონფისკაცია გაუკეთოს იმ საშუალებებს და შემოსავალს ან ქონებას, რომელთა ღირებულებაც შეესაბამება ამ შემოსავალს და გათეთრებულ ქონებას.
2. იმ პირობით, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი ეხება ფულის გათეთრების და წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემულ დანაშაულების კატეგორიებს. თითოეულ მონაწილეს კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება:
a) მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ერთ წელზე მეტი ვადით, თუმცა, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ამ დებულებებთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება საგადასახადო დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის კონფისკაციასთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზნით, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს მოახდინოს ამგვარი შემოსავლის კონფისკაცია, როგორც ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ისე ეროვნული და საერთაშორისო საგადასახადო დავალიანების ამოღების კანონმდებლობის შესაბამისად; და/ან
b) მხოლოდ მითითებული დანაშაულებების ჩამონათვალის მიმართ.
3. მონაწილეებს შეუძლიათ უზრუნველყონ იძულებითი კონფისკაცია იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარებიან კონფისკაციის რეჟიმს, კერძოდ, მონაწილეებს შეუძლიათ ამ დებულებაში შეიტანონ ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულები და ნებისმიერი სხვა მძიმე დანაშაული.
4. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მძიმე დანაშაულთან ან დანაშაულებთან დაკავშირებით მოთხოვნილი იქნეს ეროვნული კანონდმებლობის შესაბამისად, დამნაშავემ დაამტკიცოს საეჭვო შემოსავლის ან სხვა ქონების წარმოშობა, რომელიც ექვემდებარება კონფისკაციას იმ მოცულობით, რომ ეს მოთხოვნა შეესაბამება მის შიდა სამართლის პრინციპებს.
მუხლი 4🔗
საგამოძიებო და წინასწარი ზომები
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს იმგვარი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მას საშუალება მისცეს სწრაფად მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოავლინოს, ყადაღა დაადოს ან ამოიღოს ქონება, რომელიც მე-3 მუხლის შესაბამისად ექვემდებარება კონფისკაციას, კერძოდ, იმისათვის, რომ გაადვილდეს შემდგომი კონფისკაციის აღსრულება.
მუხლი 5🔗
დაყადაღება, ამოღება და კონფისკაცია
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაყადაღების, ამოღების და კონფისკაციის ზომები ასევე მოიცავდეს:
a) ქონებას, რომლადაც გარდაიქმნა ან გადაიქცა ამგვარი შემოსავალი;
b) კანონიერი წყაროებით შეძენილ ქონებას, თუ შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ შეერია ასეთ ქონებას, შერეული შემოსავლის შეფასებული ღირებულების ფარგლებში;
c) დანაშაულებრივი შემოსავლისგან მიღებულ მოგებას ან სხვა სარგებელს, ქონებას, რომლიდანაც გარდაიქმნა ან გადაიქცა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი ან ქონებას, რომელსაც შეერია შერეული შემოსავლის შეფასებული ღირებულების ფარგლებში, იმავე გზით და იმავე ზომით, როგორც შემოსავალი.
მუხლი 6🔗
დაყადაღებული ან ამოღებული ქონების განკარგვა
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს წინამდებარე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად დაყადაღებული ან ამოღებული ქონების სათანადოდ განკარგვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 7🔗
საგამოძიებო უფლებამოსილებები და მეთოდები
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მის სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უფლებამოსილება მიენიჭოს გასცეს ბრძანება, რომ საბანკო, ფინანსური ან კომერციული ჩანაწერები გახდეს ხელმისაწვდომი ან ამოღებული იქნას მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში მითითებული ზომების განსახორციელებლად. მონაწილემ არ უნდა აარიდოს თავი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მოქმედებების განხორციელებას საბანკო საიდუმლოების საფუძველზე.
2. 1-ლი პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მას საშუალება მიეცეს:
a) დაადგინოს არის თუ არა ფიზიკური პირი ნებისმიერი სახის ერთი ან რამდენიმე ანგარიშის მფლობელი ან ბენეფიციარი მფლობელი, ნებისმიერ ბანკში, რომელიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე და, თუ ასეა მოიპოვოს ამოცნობილი ანგარიშების ყველა მონაცემი;
b) მოიპოვოს მითითებული საბანკო ანგარიშებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ მონაცემები, რომლებიც განხორციელებული იქნა მითითებულ პერიოდში ერთი ან რამოდენიმე მითითებული ანგარიშების მეშვეობით, გამგზავნი ან მიმღები ანგარიშის მონაცემების ჩათვლით;
c) დადგენილი ვადის განმავლობაში ზედამხედველობა გაუწიოს საბანკო ოპერაციებს, რომლებიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ამოცნობილი ანგარიშების მეშვეობით; და,
d) უზრუნველყოს, რომ ბანკები არ გაუმჟღავნებენ ბანკის დაინტერესებულ კლიენტს ან სხვა მესამე პირებს, რომ ინფორმაცია იქნა მოძიებული ან მოპოვებული (a), (b) ან (c) პუნქტების შესაბამისად ან რომ მიმდინარეობს გამოძიება.
მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ ამ დებულების განვრცობა არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც.
3. თითოეულმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მას საშუალება მისცეს გამოიყენოს სპეციალური საგამოძიებო მეთოდები, რომლებიც აადვილებს შემოსავლის იდენტიფიცირებას და გამოვლენის და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვებას, როგორიცაა: დაკვირვება, სატელეფონო მოსმენა, კომპიუტერული სისტემებში შეღწევა და სპეციალური დოკუმენტების წარმოდგენის დავალება.
მუხლი 8🔗
სამართლებრივი დაცვის საშუალებები
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს იმგვარი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაინტერესებულ მონაწილეებს, რომლებიც უფლებებიც შეილახა მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების და ამ ნაწილის სხვა ამგვარი შესაფერისი დებულებების შესაბამისად, მიღებული ზომების შედეგად, უნდა ჰქონდეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები მათი უფლებების შესანარჩუნებლად.
მუხლი 9🔗
შემოსავლების გათეთრების დანაშაულებები
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დანაშაულებად იქნეს აღიარებული, როდესაც ჩადენილია განზრახ:
a) ქონების კონვერსია ან გადაცემა, იმის შეგნებით, რომ ასეთი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს, იმ მიზნით, რომ დაფაროს ან შენიღბოს ამ ქონების უკანონო წარმოშობა ან ნებიმიერი პირისათვის დახმარების აღმოჩენა, რომელიც ჩართულია პრედიკატული დანაშაულის ჩადენაში, თავი აარიდოს მისი მოქმედებების სამართლებრივ შედეგს;
b) ქონების ნამდვილი ბუნების, წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების, ქონების კუთვნილების ან მის ფლობასთან დაკავშირებული უფლებების დაფარვა ან შენიღბვა იმის შეცნობით, რომ ამგვარი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს;
და მონაწილის კონსტიტუციური პრინციპების და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფიცების დაცვის პირობით
c) ქონების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, იმის შეცნობით, რომ ქონების მიღების დროს, ასეთი ქონება წარმოადგენდა დანაშაულებრივ შემოსავალს;
d) ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა, გაერთიანება ან შეთქმულება დანაშაულის ჩასადენად, ჩადენის მცდელობა და დახმარების აღმოჩენა, წაქეზება, ხელშეწყობა და რჩევის მიცემა;
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის განხორციელების ან გამოყენების მიზნებისათვის:
a) მნიშვნელობა არ აქვს იმას ექვემდებარებოდა თუ არა პრედიკატული დანაშაული მონაწილის სისხლის სამართლის იურისდიქციას;
b) შეიძლება გათავალისწინებული იქნეს, რომ 1-ლ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულებები არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს პრედიკატული დანაშაული;
c) ცოდნა, განზრახვა ან მიზანი, რომლებიც საჭიროა როგორც 1-ლ პუნქტში მოცემული ერთ-ერთი დანაშაულის შემადგენელი ელემენტი, შეიძლება დადგენილი იქნას ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებებიდან.
3. თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულად იქნეს აღიარებული ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ან რამდენიმე აქტი, რომელიმე ან ორივე შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე:
a) ეჭვმიტანილი იყო, რომ ქონება იყო დანაშაულებრივი შემოსავალი;
b) ვალდებული იყო, ევარაუდა, რომ ქონება წარმოადგენდა დანაშაულებრივ შემოსავალს.
4. იმ პირობით, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემულ პრედიკატულ დანაშაულებთან დაკავშირებით, თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება:
a) მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ერთ წელზე მეტი ვადით, ან იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც აქვთ დანაშაულებისათვის მინიმალური ზღვარი მათი სამართლის სისტემაში, იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ექვს თვეზე მეტი ვადით; და/ან
b) მხოლოდ მითითებული პრედიკატული დანაშაულების ჩამონათვალის მიმართ;
c) მონაწილის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მძიმე დანაშაულებების კატეგორიის მიმართ.
5. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ პრედიკატული დანაშაულისათვის ნასამართლობის ან ერთდროული პრედიკატული დანაშაულებისათვის მსჯავრდება არ არის ფულის გათეთრებისათვის მსჯავრდების წინაპირობა.
6. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრებისათვის მსჯავრდება ამ მუხლის შესაბამისად შესაძლებელია, თუ დამტკიცებულია, რომ ქონება, ამ მუხლის 1.a ან b პუნქტის ობიექტი, წარმოშობილია პრედიკატული დანაშაულისაგან, იმის დადგენის საჭიროების გარეშე თუ ზუსტად რომელი დანაშაულისაგან.
7. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრების პრედიკატული დანაშაულები ვრცელდება იმ ქმედებაზე, რომელიც მოხდა სხვა სახელმწიფოში, რომელიც ამ სახელმწიფოში წარმოადგენს დანაშაულს და რომელიც პრედიკატული დანაშაული იქნებოდა იმ შემთხევაში, თუ იგი მოხდებოდა ქვეყნის შიგნით. თითოეულ მონაწილეს შეუძლია უზრუნველყოს, რომ ერთადერთი წინაპირობა არის ის, რომ ქმედება ჩაითვლებოდა ძირითად დანაშაულად იმ შემთხვევეაში, თუ იგი მოხდებოდა ქვეყნის შიგნით.
მუხლი 10🔗
იურიდიული პირის პასუხისმგებლობა
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იურიდიულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი ფულის გათეთრების სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, რომლებიც, ჩადენილია მათ სასარგებლოდ რომელიმე ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებდა ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის ორგანოს შემადგენელი ნაწილი, რომლესაც უკავია იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობა, რაც ეფუძნება:
a) იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; ან
b) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას;
c) იურიდიული პირის ფარგლებში კონტროლის განახორციელების უფლებამოსილებას,
ისევე, როგორც ზემოთნახსენებ დანაშაულებებში ამ ფიზიკური პირის მონაწილეობა, როგორც დამხმარე ან წამქეზებელი.
2. 1-ლ პუნქტში, უკვე გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეულმა მონაწილე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იყო იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ 1-ლ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირის ზედამხედველობის ან კონტროლის არარსებობის გამო შესაძლებელი გახდა 1-ლ პუნქტში ნახსენები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირების მიერ.
3. ამ მუხლის შესაბამისად იურიდიული პირის პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ფიზიკური პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომელიც არიან 1-ლ პუნქტში ნახსენები სისხლის სამართლის დანაშაულების აღმსრულებლები, წამქეზებლები ან დამხმარეები.
4. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულ იურიდიულ პირებს დაეკისროთ ეფექტური, პროპორციონალური, პრევენციული ხასიათის მქონე სისხლისსამართლებრივი და არა – სისხლის სამართლებრივი სანქციები, ფულადი სანქციების ჩათვლით.
მუხლი 11🔗
წინა გადაწყვეტილებები
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს სასჯელის დადგენის დროს წინამდებარე კონვენციით დადგენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ფიზიკური ან იურიდიული პირის წინააღმდეგ სხვა მონაწილე სახელმწიფოში გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად,.
ნაწილი 2. ფინანსური დაზვერვის სამსახური (FIU) და პრევენცია
მუხლი 12🔗
ფინანსური დაზვერვის სამსახური (FIU)
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს FIU-ს დასაარსებლად, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციაში.
2. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს იმგვარი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ FIU-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ დროულად ხელი მიუწვდებოდეს ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ან სამართლდამცავი ორგანოების შესახებ ინფორმაციაზე, რაც მას ესაჭიროება მისი ფუნქციების სათანადოდ განახორიცელებისათვის, საეჭვო გარიგებებზე შეტყობინებების ანალიზის ჩათვლით.
მუხლი 13🔗
ფულის გათეთრების პრევენციის ზომები
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით ყოვლისმომცველი შიდამარეგულირებელი და სამეთვალყურეო ან მონიტორინგის რეჟიმის შესაქმნელად და სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს გამოყენებადი საერთაშორისო სტანდარტები, განსაკუთრებით ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების ჩათვლით;
2. კერძოდ, ამ მხრივ, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ:
a) იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მოეთხოვოთ, რომლებიც დაკავებულები არიან ისეთი საქმიანობით, რომლებიც მეტად შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს ფულის გათეთრების მიზნებისათვის, და რამდენადაც ამ საქმიანობას შეეხება:
i. დაადგინონ და დაადასტურონ მათი კლიენტების იდენტურობა და თუ შესაფერისია, მათი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები და განახორციელოს საქმიანი ურთიერთობების ფინანსური შემოწმება, რისკზე დაფუძნებული მიდგომის მხედველობაში მიღებით;
ii. გარანტიების დაცვის პირობით შეატყობინოს ფულის გათეთრების ეჭვის არსებობის;
iii. მიიღოს მხარდამჭერი ზომები, ისეთები, როგორებიცაა კლიენტების იდენტიფიკაციაზე და გარიგებებზე აღრიცხვის წარმოება, პერსონალის მომზადება და შიდა სტრატეგიების და პროცედურების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათ მოცულობასთან და ბიზნესის ხასიათთან ადაპტირებით.
b) საჭიროების შემთხვევაში, (a) ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აუკრძალოს იმ ფაქტის გამჟღავნება, რომ საეჭვო გარიგებაზე შეტყობინება და დაკავშირებული ინფორმაცია იქნა გაცემული ან, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ან შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს გამოძიება;
c) უზრუნველყოს, რომ (a) ქვეპუნქტში მითითებული პირები დაექვემდებარებიან მონიტორინგის ეფექტურ სისტემებს, და სადაც შესაფერისია მეთვალყურეობას იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილი იქნას ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მოთხოვნების შესრულება, თუ შესაფერიასი, რისკზე რეაგირებად საფუძველზე..
3. ამასთან დაკავშირებით, თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მნიშვნელოვანი ნაღდი ფულის და წარმომდგენზე გაცემული საბრუნავი ფასიანი დოკუმენტების საზღვარზე გადატანის დასადგენად.
მუხლი 14🔗
შიდა საეჭვო გარიგებების გადავადება
თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, გადაუდებელი ზომების მიღების დასაშვებად ფინანსური დაზვერვის სამსახურის მიერ ან, საჭიროების შემთხვევაში, ნებისიერ სხვა კომპეტენტური ორგანოების ან ორგანოს მიერ, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ გარიგება დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან, შეჩეროს ან უარი განაცხადოს მიმდინარე გარიგებასთან დაკავშირებულ თანხმობაზე იმისათვის რომ მოახდინოს გარიგების ანალიზი და დაადასტუროს ეს ეჭვი. კონვენციის თითოეულ მონაწილეს შეუძლია შეზღუდოს ეს ზომა იმ შემთხვევებში, როდესაც შეტყობინება საეჭვო გარიგებაზე იქნა გადაცემული. გარიგების შეჩერების ან თანხმობაზე უარის თქმის მაქსიმალური ხანგრძლიობა ექვემდებარება მისი შიდა სამართლის შესაბამის დებულებებს.
თავი IV
საერთაშორისო თანამშრომლობა
ნაწილი 1 –საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპები
მუხლი 15🔗
საერთაშორისო თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები და ზომები
1. მონაწილეებმა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში ორმხრივად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან გამოძიების და სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, რომლებიც მიმართულია დანაშაულის ჩადენის საშუალებების და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის კონფისკაცისაკენ.
2. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას შესაძლებლობა მიეცეს შეასრულოს ამ თავში გათვალისწინებული პიროებების მიხედვით, მოთხოვნები:
a) ცალეული ნივთის კონფისკაციის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს ან დანაშაულის ჩადენის საშუალებებს, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაცია, რომელიც მოიცავს დანაშაულებრივ შემოსავლის ღირებულების შესაბამის ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას;
b) საგამოძიებო დახმარების გაწევის და წინასწარი ზომების მიღების თაობაზე, ზემოთ მითითებული კონფისკაციის რომელიმე ფორმის თვალსაზრისით.
3. საგამოძიებო დახმარება და წინასწარი ზომები, რომლებიც მოთხოვნილია 2(ბ) პუნქტით განხორციელებული უნდა იქნეს, როგორც ეს დაშვებულია მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლით და მის შესაბამისად, თუ მოთხოვნა ამ ერთ-ერთ ზომებთან დაკავშირებით, ავლენს ფორმალობებს ან პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სამართლის მიხედვით, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ არ არის ცნობილი მოთხივნის მიმღები მონაწილისათვის, ეს უკანასკნელი უნდა დაემორჩილოს ასეთ მოთხოვნებს იმ მოცულობით, რომ მოთხოვნილი ზომა არ ეწინააღმდეგება მისი სამართლის ძირითად პრინციპებს.
4. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველყოფისათვის, რომ სხვა მონაწილეებისაგან მომავალი მოთხოვნები რათა დადგენილი, გამოვლენილი, ყადაღა დაედოს ან ამოღებული იქნეს დანაშაულებრივი შემოსავალი და დანაშაულის ჩადენის საშუალებები მიიღებენ ისეთივე უპირატესობას, როგორც შიდა პროცედურების ფარგლებში გაკეთებული მოთხოვნები.
ნაწილი 2 – საგამოძიებო დახმარება
მუხლი 16🔗
დახმარების ვალდებულება
მოთხოვნის მიღების შემთხვევაში მონაწილეებმა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში ერთმანეთს უნდა გაუწიონ დახმარება დანაშაულის ჩადენის საშუალებების, დანაშაულებრივი შემოსავლის და კონფისკაციას დაქვემდებარებული სხვა ქონების იდენტიფიკაციასა და გამოვლენაში. ასეთი დახმარება უნდა მოიცავდეს ნებიმიერ ზომას, რომელიც ითვალისწინებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო ადგილას მოათავსებას ზემონახსენები ქონების არსებობის, ადგილმდებარეობის ან გადაადგილების, ხასიათის, სამართლებრივი სტატუსის ან ღირებულების შესახებ მტკიცებულებები.
მუხლი 17🔗
საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნები
1. თითოეულმა მონაწილემ ამ მუხლში დადგენილი პირობების მიხედვით, უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რაც აუცილებელია სხვა მონაწილის მიერ გამოგზავნილ მოთხოვნაზე საპასუხოდ, იმის დასადგენად ფიზიკური ან იურიდიულ პირი, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართლის გამოძიებას, ფლობს თუ არა ან აკონტროლებს თუ არა ნებისმიერი ხასიათის ერთ ან მეტ ანგარიშს, მის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ბანკში და თუ ასეა, მიაწოდოს ამოცნობილი ანგარიშების შესახებ მონაცემები.
2. ამ მუხლში დადგენილი ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომ ინფორმაცია იმყოფება იმ ბანკის საკუთრებაში, რომელშიც ინახება ეს ანგარიში.
3. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა:
a) განაცხადოს, რატომ მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციას შესაძლებელია არსებით მნიშვნელობა ჰქონდეს სისხლი სამართლის გამოძიებისათვის;
b) განაცხადოს რა საფუძვლებზე ვარაუდობს, რომ მოთხოვნის მიმღები მონაწილის ბანკები ფლობენ ასეთ ანგარიშს და დაადგინოს, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, რომელი ბანკები და/ან ანგარიშები შესაძლოა იქნენ; და
c) ჩართოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი დამატებითი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას.
4. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებული გახადოს იმავე პირობებზე, როგორსაც იგი იყენებს მოძიების და ამოღების მოთხოვნებთან დაკავშირებით.
5. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით, განაცხადოს, რომ ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის დანართში ჩამოთვლილი დანაშაულებების კატეგორიების მიმართ.
6. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არა-საბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც. ასეთი განვრცობა შეიძლება დაექვემდებაროს ნაცვალგების პრინციპს.
მუხლი 18🔗
საბანკო ოპერაციებზე ინფორმაციის შესახებ მოთხოვნები
1. სხვა მონაწილის მოთხოვნაზე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე და საბანკო ოპერაციებზე უნდა მიაწოდოს მონაცემები, რომლებიც განხორციელებული იქნა მითითებულ ვადაში, მოთხოვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ანგარიშების მეშვეობით განხორციელებული, გამავალი ან შემომავალი ანგარიშების მონაცემების ჩათვლით.
2. ამ მუხლში დადგენილი ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომ ინფორმაცია იმყოფება იმ ბანკის საკუთრებაში, რომელშიც ინახება ეს ანგარიში.
3. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიიჩნევს იგი მოთხოვნილ ინფორმაციას დანაშაულის სისხლისსამართლებრივი გამოძიებისათვის შესაბამისს.
4. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებული გახადოს იმავე პირობებზე, როგორსაც იგი იყენებს მოძიების და ამოღების მოთხოვნებთან დაკავშირებით.
5. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არა-საბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც. ასეთი განვრცობა შეიძლება დაექვემდებაროს ნაცვალგების პრინციპს.
მუხლი 19🔗
საბანკო ოპერაციებზე მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნა
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა მონაწილის მოთხოვნაზე, მას აქვს მითითებული ვადის განმავლობაში, საბანკო ოპერაციებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც ხორციელდება მოთხოვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ანგარიშის მეშვეობით და მისი შედეგები უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.
2. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიიჩნევს იგი მოთხოვნილ ინფორმაციას დანაშაულის გამოძიებისათვის შესაბამისს.
3. მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ამ მონაწილის შიდა სამართლის სათანადო გათვალისწინებით.
4. მონიტორინგთან დაკავშირებული პრაქტიკული დეტალები შეთანხმებული უნდა იქნეს მოთხოვნის წარმდგენ და მოთხოვნის მიმღები მონაწილეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.
5. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზეც.
მუხლი 20🔗
უშუალო ინფორმირება
თავიანთი გამოძიებისათვისს ან სამართლებრივი დევნისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მონაწილე შეუძლია, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, სხვა მონაწილეს გადასცეს დანაშაულის ჩადენის საშუალებების და დანაშაულებრივი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია, თუ იგი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გაცემა მის მიმღებ მონაწილეს დაეხმარება გამოძიების ან სამართალარმოების დაწყებაში ან განხორციელებაში, ან მისცემს ამ მონაწილეს ამ თავის შესაბამისად მოთხოვნის წარდგენის საფუძველს.
ნაწილი 3. წინასწარი ზომები
მუხლი 21🔗
წინასწარი ზომების მიღების ვალდებულება
1. სხვა მონაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც წამოიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან საქმის წარმოება კონფისკაციის მიზნით, კონვენციის მონაწილემ უნდა მიიღოს აუცილებელი წინასწარი ზომები, როგორებიცაა დაყადაღება ან ამოღება, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ოპერაცია, ქონების გადაცემა ან განკარგვა, რომელიც მომდევნო ეტაპზე შეიძლება გახდეს კონფისკაციის მოთხოვნის ობიექტი ან რომელიც შეიძლება იყოს იმგვარი, რომ, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
2. მონაწილემ, რომელმაც მიიღო მოთხოვნა კონფისკაციის შესახებ 23-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნა ამას გულისხმობს, უნდა მიიღოს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები ზომები ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც არის მოთხოვნის ობიექტი ან რომელიც შეიძლება იყოს ისეთი, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
მუხლი 22🔗
წინასწარი ზომების შესრულება
1. 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი წინასწარი ზომების შესრულების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ უშუალოდ და შეძლებისდაგვარად სწრაფად, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რამაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ან შეცვალოს ამ ზომების მოცულობა. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ დაყოვნების გარეშე ასვე უნდა მიაწოდოს ყველა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვა მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ და რომლებიც აუცილებელია წინასწარი ზომების იმპლემენტაციისათვის და შესრულებისათვის.
2. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი წინასწარი ზომის შეწყვეტამდე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, როდესაც შესაძლებელია, მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს შესაძლებლობა უნდა მისცეს წაროადგინოს მისი მიზეზები ზომის გაგრძელების სასარგებლოდ.
ნაწილი 4. კონფისკაცია
მუხლი 23🔗
კონფისკაციის ვალდებულება
1. კონვენციის მონაწილემ, რომელმაც მიიღო სხვა მონაწილის მოთხოვნა მის ტერიტორიაზე არსებული დანაშაულის ჩადენის საშუალებების და დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციასთან დაკავშირებით, უნდა:
a) შეასრულოს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის ბრძანება ასეთი დანაშაულის ჩადენის საშუალებებთან და დანაშაულებრივ შემოსავალთან დაკავშირებით; ან
b) გადასცეს მოთხოვნა მის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის ბრძანების მოპოვების და ასეთი ბრძანების გაცემის შემთხვევაში, აღასრულოს იგი.
2. ამ მუხლის 1.(b) პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, ნებისმიერ მონაწილეს, აუცილებლობის შემთხვევაში, აქვს კონფისკაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დაწყების კომპეტენცია.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება კონფისკაციის იმ ფორმების მიმართ, რომელიც შეიცავს მოთხოვნას დანაშაულებრივი შემოსავლის ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის შესახებ, თუ ქონება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს კონფისკაცია, მდებარეობს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევებში, 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონფისკაციის განხორციელებისას, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, თუ ანაზღაურება არ იქნა მიღებული, უნდა აღძრას სარჩელი ნებისმიერ ქონებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.
4. თუ კონფისკაციაზე მოთხოვნა დაკავშირებულია ქონების რომელიმე ცალკეულ ნაწილთან, მონაწილეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეეძლება აღასრულოს კონფისკაცია ქონების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმით.
5. მონაწილეებმა უნდა ითანამშრომლონ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მათი შიდა სამართლის მიხედვით იმ მონაწილეებთან, რომლებიც ითხოვენ კონფისკაციის ეკვივალენტური ზომების შესრულებას, რომელიც იწვევს ქონების ჩამორთმევას, რომლებიც არ წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რამდენადაც, ეს ზომები დაკისრებულია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს ორგანოების მიერ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ დადგენილია, რომ ეს ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს ან სხვა სახის ქონებას წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით.
მუხლი 24🔗
კონფისკაციის განხორციელება
1. 23-ე მუხლის მიხედვით კონფისკაციის უფლების მოპოვების და განხორციელების პროცედურები რეგულირდება მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლით.
2. მოთხოვნის მიმღები მონაწილისათვის სავალდებულოა ფაქტებთან დაკავშირებული მოპოვებული მტკიცებულებები, იმდენად რამდენადაც ისინი დადგენილია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოში გამოტანილ მსჯავრდებებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში, ან იმდენად, რამდენადაც ასეთი მსჯავრდება ან სასამართლო გადაწყვეტილება პრეზუმფციულად ეფუძნება მათ.
3. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების დაცვით.
4. თუ კონფისკაცია შეიცავს ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას, მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი თანხის კონვერტირება ამ მონაწილის ვალუტაში გადაცვლის იმ კურსით, რომელიც დადგენილია კონფისკაციის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.
5. 23-ე მუხლის 1.(a) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარტო მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება კონფისკაციის ბრძანების გადასინჯვის შესახებ ნებისმიერ მიმართვაზე.
მუხლი 25🔗
ჩამორთმეული ქონება
1. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, კონვენციის მონაწილის მიერ ჩამორთმეული ქონების განკარგვა ხდება ამ მონაწილის მიერ მისი შიდა სამართლის და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად.
2. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილეები ვალდებულნი არიან მათი შიდა სამართლით დაშვებულ ფარგლებში და თუ ამგვარად მოთხოვნილია პრიორიტეტი მიანიჭონ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას იმგვარად, რომ მან შეძლოს კომპენსაცია მისცეს დანაშაულის მსხვერპლთ ან დაუბრუნოს ასეთი ქონება მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
3. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე რეაგირებისას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია განსაკუთრებულად გაითვალისწინოს შეთანხმებების ან მორიგებების დადება სხვა მონაწილეებთან, რეგულარულ საფუძველზე ან კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი ქონების განაწილების შესახებ, მისი შიდა სამართლის ან ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 26🔗
აღსრულების უფლება და კონფისკაციის მაქსიმალური ოდენობა
1. 23-ე და 24-ე მუხლის მიხედვით გაკეთებულ კონფისკაციაზე მოთხოვნა ზეგავლენას არ ახდენს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის უფლებაზე, თვითონ აღასრულოს კონფისკაციის ბრძანება.
2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იძლეოდეს იმის უფლებას, რომ კონფისკაციის საერთო ღირებულება აღემატებოდეს კონფიკაციის ბრძანებაში მითითებულ ფულადი თანხის ოდენობას. თუ მონაწილე მივა დასკვნამდე, რომ ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 27🔗
თავისუფლების აღკვეთა ქონებრივი სანქციების შეუსრულებლობისათვის
მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ არ უნდა დააკისროს თავისუფლების აღკვეთა ქონებრივი სანქციების შეუსრულებლობისათვის ან ნებისმიერ სხვა ზომა, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას 23-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის შედეგად, თუ მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ ასე მიუთითა მის მოთხოვნაში.
ნაწილი 5. თანამშრომლობაზე უარი და გადავადება
მუხლი 28🔗
უარის საფუძვლები
1. ამ თავის მიხედვით, თანამშრომლობაზე უარი შესაძლებელია, თუ:
a) მოთხოვნილი ქმედება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლებრივი სისტემის ძირითად პრინციპებს; ან
b) მოთხოვნის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა სასიცოცხლო ინტერესებს; ან
c) მოთხოვნის მიმღები მონაწილის აზრით, იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ ამართლებს მოთხოვნილი ზომების მიღებას; ან
d) დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არის ფისკალური ხასიათის, გარდა ტერორიზმის დაფინანსების;
e) დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არის პოლიტიკური ხასიათის, გარდა ტერორიზმის დაფინანსებისა; ან
f) მოთხოვნის მიმღები მონაწილე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შესაბამისად ზომების მიღება წინააღმდეგობაში მოვა ne bis in idem პრინციპთან; ან
g) დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ ჩაითვლება დანაშაულად მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით, ჩადენილი რომ ყოფილიყო მისი იურისდიქციის ფარგლებში. თუმცა მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის ეს საფუძვლები გამოიყენება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოთხოვნილი დახმარება მოიცავს იძულების ზომას. როდესაც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობისათვის მოითხოვება ორმაგი კრიმინალიზაციის არსებობა, ეს მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, მიუხედავად იმისა, ორივე მონაწილე ათავსებ თუ არაა დანაშაულებს ერთსა და იმავე კატეგორიაში ან აღნიშნავს თუ არა ამ დანაშაულს ერთი და იმავე ტერმინით, იმ პირობით, რომ ორივე მონაწილე დანაშაულად აღიარებს ქმედებას, რომელიც ქმნის დანაშაულს.
2. ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობა, იმდენად, რამდენადაც ეს დახმარება გულისხმობს იძულების ზომას და მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე შესაძლებელია უარის თქმა, თუ მოთხოვნილი ზომები არ შეიძლება მიღებულ იქნეს მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის მიხედვით, გამოძიების ან სამართლებრივი დევნის მიზნებისათვის, რომ ყოფილიყო მსგავსი შიდა საქმე.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართალი ამგვარად მოითხოვს, მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობა, როდესაც მოთხოვნილი დახმარება მოიცავს იძულების ზომას და ამ თავის მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოთხოვნილი ზომები ან ნებისმიერი სხვა ზომები, რომლებსაც ექნება ანალოგიური შედეგი არ იქნება მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სამართლის მიხედვით დაშვებული ან, რამდენადაც ეს ეხება მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნა არ არის სანქციონირებული მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე კანონით უფლებამოსილი სხვა ორგანოს მიერ, პროკურორების ჩათვლით, ასევე, არც ამ ნებისმიერი ორგანოების მიერ, რომლებიც მოქმედებენ სისხლის სამართლის დანაშაულებთან.
4. ამ თავის მე-4 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობაზე უარი ასევე შესაძლებელია, თუ
a) მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით არ არის გათვალისწინებული კონფისკაცია იმ სახის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელსაც მოთხოვნა ეხება; ან
b) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით აღებული ვალდებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, იგი წინააღმდეგობაში იქნება კონფისკაციის ფარგლებთან მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის პრინციპებთან, გათვალისწინებით რაც ეხება კავშირის დანაშაულსა და:
i. ეკონომიკურ სიკეთეს შორის, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს როგორც დანაშაულებრივი შემოსავალი; ან
ii. ქონებას შორის, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებული იქნას, როგორ დანაშაულის ჩადენის საშუალებები; ან
c) მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით კონფისკაცია არ შეიძლება დაკისრებულ ან აღსრულებულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ან
d) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გარეშე, მოთხოვნა დაკავშირებული არ არის ადრე გამოტანილ მსჯავრდებასთან ან სასამართლო ხასიათის გადაწყვეტილებასთან ან ასეთი განცხადების შემცველ გადაწყვეტილებასთან, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული ან რამდენიმე დანაშაული, რომელთა საფუძველზეც გამოტანილი იქნა კონფისკაციის ბრძანება ან იქნა მოთხოვნილი; ან
e) კონფისკაცია ან არ ექვემდებარება აღსრულებას მოთხოვნის არმდგენ მონაწილის ტერიტორიაზე ან ჯერ კიდევ ექვემდებარება აპელაციას; ან
f) მოთხოვნა დაკავშირებულია კონფისკაციის ბრძანებასთან, რომელიც გამოტანილია იმ პირის დაუსწრებლად, რომლის წინააღმდეგაც იქნა ეს ბრძანება გამოტანილი და მოთხოვნის მიმღები მონაწილის აზრით, მოთხოვნი წარმდგენი მონაწილის მიერ განხორციელებული სამართალწარმოება, რომელსაც მოჰყვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელშიც არ იყო დაკმაყოფილებული ბრალდებულის ის მინიმალური უფლებები, რომელიც აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული თითოეული პირისათვის.
5. ამ მუხლის 4.(f) პუნქტის მიზნებისათვის გადაწყვეტილება არ მიიჩნევა მიღებულად პირის დაუსწრებლად, თუ:
a) იგი დამტკიცებული ან გამოტანილი იქნა შესაბამისი პირის მიერ მის გაპროტესტების შემდეგ ან
b) თუ იგი გადაეცა აპელაციას, იმ პირობით, რომ ეს აპელაცია დაინტერესებული პირის მიერ იქნა შეტანილი.
6. განხილვის დროს, ამ მუხლის 4.(f) პუნქტის მიზნებისათვის, თუ დაცულია ბრალდებულის მინიმალური უფლებები, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, ცდილობდა თუ არა შესაბამისი პირი განზრახ მართლმსაჯულებისათვის თავის არიდებას ან ის ფაქტი, რომ ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მის დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილება, ირჩია არა გაეკეთებინა ეს. იგივე წესი გამოიყენება, როდესაც შესაბამისი პირი, იყო რა სათანადო წესით გამოძახებული სასამართლოში, აირჩია არ გამოცხადებულიყო ან არ მიუმართავს სასამართლოში გამოცხადების დროის გადადების თაობაზე.
7. მონაწილე არ უნდა დაეყრდნოს საბანკო საიდუმლოებას, როგორც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის საფუძველს. როდესაც ამას მოითხოვს მისი შიდა სამართალი, მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მოთხოვნა თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საბანკო საიდუმლოების გახსნას, იყოს სანქციონირებული მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე კანონით უფლებამოსილი სხვა ორგანოს მიერ, პროკურორების ჩათვლით.
8. ამ მუხლის 1.(a) პუნქტში გათვალისწინებული უარის საფუძვლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:
a) მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ არ უნდა მოიხმოს, როგორც დაბრკოლება ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის გაწევაზე ის ფაქტი, რომ პირი, რომელიც იმყოფება გამოძიების ქვეშე ან რომლის წინააღმდეგაც მოთხოვნის წარმდგენი ორგანოების მიერ გაცემულია კონფისკაციის ბრძანება, წარმოადგენს იურიდიულ პირს;
b) ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია ბრძანება დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციის შესახებ შემდგომში გარდაიცვალა ან ის ფაქტი, რომ იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იქნა ბრძანება დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციის შესახებ, შემდგომში შეწყვეტს არსებობას, არ უნდა იქნეს მოხმობილი როგორც დამაბრკოლებელი გარემოება 23-ე მუხლის 1.(a) პუნქტის შესაბამისად დახმარების გაწევისათვის;
c) ის ფაქტი, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი ან მოთხოვნის წარმდგენი ორგანოების მიერ კონფისკაციის ბრძანებას დაქვემდებარებული პირი, რომელიც ნახსენები არის მოთხოვნაში, როგორც ძირითადი სისხლის სამართლის დანაშაულის და როგორც ფულის გათეთრების დანაშაულის ჩამდენი, წინამდებარე კონვენციის 9.2.(b) მუხლის შესაბამისად მოთხოვნის მიმღები მონაწილის მიერ არ უნდა იყოს დაყრდნობილი როგორც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის დამაბრკოლებელი გარემოება.
მუხლი 29🔗
გადავადება
მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს მოთხოვნის შესაბამისად ზომების მიღება, თუ ასეთი ზომები ზიანს მიაყენებს მისი ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებას ან სამართლაწაროებას.
მუხლი 30🔗
მოთხოვნის ნაწილობრივი ან პირობითი დაკმაყოფილება
ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის თქმამდე ან მის გადავადებამდე, თუ ეს შესაფერისია, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ მოთხოვნის წარმდგენ მონაწილესთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განიხილოს საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება ან ისეთ პირობებს დაქვემდებარება, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.
ნაწილი 6. შეტყობინება და მესამე მხარეების უფლებების დაცვა
მუხლი 31🔗
დოკუმენტების გადაცემა
1. მონაწილეებმა ერთმანეთს უნდა გაუწიონ მაქსიმალური ურთიერთდახმარება დოკუმენტების იმ პირებისათვის გადაცემის საქმეში, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები და კონფისკაცია.
2. ან მუხლში არაფერი გულისხმობს შეზრუდოს:
a) სასამართლო დოკუმენტების გაგზავნის შესაძლებლობა, ფოსტის მეშვეობით, უშუალოდ საზღვარგეარეთ მყოფი პირებისათვის;
b) გამზავნი მონაწილის სასამართლო მოხელებიის, თანმდებობის პირების ამ წარმოშობის მონაწილის სხვა კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობა განახორციელოს სასამართლო დოკუმენტების გადაცემა პირდაპირ (უშუალოდ) ამ მონაწილის საკონსულო ორგანოების მეშვეობით დანიშნულების მონაწილის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების, და სხვა კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. თუ დანიშნულების მონაწილე სახელმწიფო არ გააკეთებს ამის საწინააღმდეგო განცხადებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას.
3. საზღვარგარეთ მყოფი პირებისათვის, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები ან გამგზავნი მონაწილე სახელმწიფოში გამოტანილი კონფისკაციის ბრძანება სასამართლო დოკუმენტების გადაცემისას, ამ მონაწილემ უნდა მიუთოთოს დაცვის რა საშუალებები არის გათვალისწინებული მისი სამართლით ამ პირებისათვის.
მუხლი 32🔗
უცხოური გადაწყვეტილების აღიარება
1. მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით თანამშრომლობის შესახებ თხოვნის განხილვის დროს, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა აღიაროს მოთხოვნის წარმდგენ კონვენციის მონაწილის ტერიტორიაზე გამოტანილი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება.
2. გადაწყვეტილების აღიარებაზე უარი შესაძლებელია თუ:
a) მესამე მხარებს არ ჰქონდათ მათი უფლებების დასაცავად სათანადო შესაძლებლობა; ან
b) ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოში უკვე გამოტანილ ანალოგიურ გადაწყვეტილებას; ან
c) ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღებ მონაწილის საზოგადოებრივ წესრიგს; ან
d) გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლით გათვალისწინებული განსაკუთრებული იურისდიქციის შესახებ დებულებების საწინააღმდეგო.
ნაწილი 7. პროცედურული და სხვა ზოგადი ნორმები
მუხლი 33🔗
ცენტრალური ორგანო
1. კონვენციის მონაწილეებმა უნდა დანიშნონ ცენტრალური ორგანო ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ თავის მიხედვით მოთხოვნის წარდგენაზე და მათზე პასუხის გაცემაზე, ასეთი მოთხოვნების შესრულებაზე ან მათ აღსრულებაზე კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემაზე.
2. თითოეულმა მონაწილემ კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ორგანოების სახელწოდებები და მისამართები.
მუხლი 34🔗
პირდაპირი კომუნიკაცია
1. ცენტრალური ორგანოები ერთმანეთს დაუკავშირდებიან უშუალოდ.
2. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამ თავის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნები ან შეტყობინებები შეიძლება პირდაპირ იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს ორგანოების მიერ, პროკურორების ჩათვლით, მოთხოვნის მიმღები მონაწილის ანალოგიურ ორგანოებს. ასეთ შემთხვევებში ასლი იმავდროულად უნდა გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ცენტრალურ ორგანოს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.
3. ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის მიხედვით ნებისმიერი მოთხოვნა ან შეტყობინება შეიძლება გაკეთებული იქნას საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მეშვეობით.
4. როდესაც მოთხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მისი მიმღები ორგანო არ არის კომპეტენტური განიხილოს ეს მოთხოვნა, მან ეს მოთხოვნა განსახილველად უნდა გადასცეს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს და პირდაპირ აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.
5. ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნები ან შეტყობინებები, რომლებიც არ მოიცავს იძულების ღონისძიებას, შესაძლებელია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მიერ პირდაპირ გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტურ ორგანოებს.
6. ამ თავის მიხედვით მოთხოვნების ან შეტყობინების დრაფტები მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ორგანოების მიერ შეიძლება პირდაპირ გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ანალოგიურ ორგანოებს ფორმალური მოთხოვნის მიღებამდე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იქნას მისი ეფექტურად განხილვა მისი მიღებისთანავე და რომ იგი შეიცავს საკმარის ინფორმაციას და თანდართულ დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შესრულებული იქნას მოთხოვნის მიმღები მონაწილის კანონმდებლობის მოთხოვნები.
მუხლი 35🔗
მოთხოვნის ფორმა და ენები
1. ამ თავის მიხედვით ყველა მოთხოვნა გაკეთებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. მათი გადაცემა შესაძლებელია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, იმ პირობით, რომ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე მომზადებულია, ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს აწარმოოს ამგვარი შეტყობინების და ორიგინალის წერილობითი აღრიცხვა.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების დაცვის პირობით მოთხოვნები ან თანდართული დოკუმენტები არ საჭიროებენ თარგმნას.
3. კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს განცხადება იმის შესახებ, რომ იგი იტოვებს უფლებას მოითხოვოს, რომ მისთვის წარდგენილი მოთხოვნები და ასეთ მოთხოვნებზე თანდართული დოკუმენტებს თან ერთვოდეს მის ან ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მის მიერ მითითებულ რომელიმე ენაზე გაკეთებული თარგმანი. ამ შეთხვევაში მას შეუძლია განაცხადოს მისი მზადყოფნის შესახებ მიიღოს თარგმანები მის მიერ მითითებულ ნებისმიერ სხვა ენაზე. სხვა კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნაცვალგების პრინციპი.
მუხლი 36🔗
ლეგალიზაცია
ამ თავის შესაბამისად გადაგზავნილი დოკუმენტები თავისუფლდებიან ლეგალიზაციასთან დავშირებული ყველა ფორმალობისაგან.
მუხლი 37🔗
მოთხოვნის შინაარსი
1. ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნაში მითითებული უნდა იქნას:
a) მოთხოვნის წარმდგენი ორგანო და ორგანო, რომელიც ახორციელებს გამოძიებას ან სამართალწარმოებას;
b) მოთხოვნის ობიექტი და მიზანი;
c)ის საკითხები, შესაბამისი ფაქტების ჩათვლით (ისეთები როგორებიცაა დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და გარემოებები), რომლებსაც ეხება გამოძიება ან სამართალწარმოება, შეტყობინების მოთხოვნის შეთხვევის გარდა;
d) იმდენად რამდენადაც მოიცავს იძულების ღონისძიებას:
i. კანონით გათვალისწინებული დებულებების ტექსტი, ან თუ ეს შეუძლებელია, გამოყენებადი შესაბამისი კანონის დასახელებას;
ii. მითითება, რომ მოთხოვნილი ღონისძიება ან ნებისმიერ სხვა ზომები, რომლებასაც აქვთ ანალოგიური ძალა შესაძლებელია მიღებული იქნეს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ტერიტორიაზე მისი სამართლის მიხედვით;
e) აუცილებლობის შემთხვევაში და რამდენადაც ეს შესაძლებელია:
i. დაინტერესებული პირის ან პირების შესახებ მონაცემები, სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის, მოქალაქეობის და ადგილსამყოფელის ჩათვლით და იურიდიული პირის შემთხვევაში მის იურიდიულ მისამართი; და
ii. ინფორმაცია იმ ქონების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, მისი მდებარეობის, მისი კავშირის დაინტერესებულ პირთან ან პირებთან, დანაშაულთან ნებისმიერი კავშირის, ასევე ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვა პირების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ ამ ქონებაზე უფლება; და
f) ნებისმიერი კონკრეტული პროცედურა, რომლის შესრულებაც სურს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს.
2. მე-3 ნაწილის მიხედვით წინასწარი ზომების მიღების შესახებ მოთხოვნა ქონების ამოღებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება გამოტანილი იქნას კონფისკაციის ბრძანება, რომელიც შეიცავს გარკვეული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას, ასევე უნდა მიუთითოს მაქსიმალური თანხა, რომლის ანაზღაურებაც მოითხოვება ამ ქონების ხარჯზე.
3. 1-ლ პუნქტში ნახსენებ მითითებებთან ერთად მე-4 ნაწილის მიხედვით ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) 23-ე მუხლის (a) პუნქტის შემთხვევაში:
i. მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის ბრძანების დამოწმებულ ნამდვილ ასლს და იმ საფუძვლების მტკიცებას რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა ეს ბრძანება, თუ ისინი თავად ბრძანებაში არ არის მითითებული;
ii. მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, რომ კონფისკაციის ბრძანების აღსრულება შესაძლებელია და არ ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით გასაჩივრებას;
iii. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზომით არის მოთხოვნილი ბრძანების აღსრულება; და
iv. ინფორმაციას წინასწარი ზომების მიღების აუცილებლობაზე.
b) 23-ე მუხლის 1(b) პუნქტის შემთხვევაში, ფაქტების გადმოცემას, რომელსაც ეყრდნობა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს მიეცეს შესაძლებლობა გამოიტანოს ბრძანება მისი შიდა სამართლის მიხედვით;
c) თუ მესამე მხარეებს ჰქონდათ უფლებების მოთხოვნია შესაძლებლობა,, დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ შესაძლებლობას.
მუხლი 38🔗
არასათანადო მოთხოვნები
1. თუ მოთხოვნა არ შეესაბამება ამ თავის დებულებებს ან მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, რომ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს მიეცეს ამ მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობა, ამ მონაწილეს შეუძლია მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს სთხოვოს შეიტანოს შესწორება ამ მოთხოვნაში ან შეავსოს იგი დამატებითი ინფორმაციით, 2. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია დააწესოს ვადა ასეთი შესწორებების ან ინფორმაციის მიღებაზე.
3. ამ თავის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოთხოვნასთან დაკავშირებული მოთხოვნილი შესწორებების ან ინფორმაციის მიღებამდე, მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ამ თავის მე-2 ან მე-3 ნაწილებში მითითებული ნებისმიერი ზომები.
მუხლი 39🔗
მოთხოვნების სიმრავლე
1. თუ მოთოხვნის მიმღები მონაწილე მიიღებს რამოდენიმე მოთხოვნას ამ თავის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით ერთი და იგივე პირთან ან ქონებასთან დაკავშირებით, მოთხოვნების სიმრავლემ ხელი არ უნდა შეუშალოს მოთხოვნების განიხილვას, რომლებიც მოიცავენ წინასწარი ზომების მიღებას.
2. ამ თავის მე-4 ნაწილის მიხედვით მოთხოვნების სიმრავლის შემთხვევაში მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილესთან კონსულტაციების გამართვა.
მუხლი 40🔗
მიზეზების მითითების ვალდებულება
მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა მიუთითოს ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის თქმის, გადავადების ან განპირობებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიზეზები.
მუხლი 41🔗
შეტყობინება
1. მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს:
a) ამ თავის შესაბამისად მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული ღონისძიების შესახებ;
b) მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიების საბოლოო შედეგის შესახებ;
c) ამ თავის მიხედვით ნებისმიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის, გადავადების ან მთლიანად ან ნაწილობრივ განპირობების გადაწყვეტილების თაობაზე;
d) ნებისმიერი გარემოებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მოთხოვნილი ღონისძიების გატარებას ან სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აყოვნებს მას; და
e) ამ თავის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით მოთხოვნის შესაბამისად წინასწარი ზომების მიღების შემთხვევაში, მისი შიდა სამართლის იმ დებულებების შესახებ, რომლებიც ავტომატურად გამოიწვევს წინასწარი ზომების შეწყვეტას.
2. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს:
a) ნებიმიერი განხლივის, გადაწყვეტილების ან ნებისმიერი სხვა ფაქტის შესახებ, რომლის მიზეზითაც კონფისკაციის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს ძალას;
b) ფაქტიური ან იურიდიული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რისი მიზეზითაც ამ თავის მიხედვით ნებისმიერი ღონისძიების მიღება აღარ არის გამართლებული;
3. როდესაც რომელიმე მონაწილე ერთი და იმავე კონფისკაციის ბრძანების საფუძველზე ითხოვს კონფისკაციას რამოდენიმე მონაწილის ტერიტორიაზე მან ამ მოთხოვნის შესახებ უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილეს, რომლებსაც ეხებათ ამ ბრძანების აღსრულება.
მუხლი 42🔗
გამოყენების შეზღუდვა
1. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია მოთხოვნის შესრულება გახადოს იმ პირობაზე დამოკიდებული, რომ მოპოვებული ინფორმაცია ან მტკიცებულება მისი წინასწარი თანხმობის გარეშე, არ იქნეს გამოყენებული ან გადაცემული მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ორგანოების მიერ გამოძიებისათვის ან სამართალწარმოებისათვის, იმათ გარდა რაც მითითებულია ამ მოთხოვნაში.
2. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით განაცხადოს, რომ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე, მის მიერ ამ თავის მიხედვით მიწოდებული ინფორამაცია ან მტკიცებულება, არ შეიძლება გამოყენებული ან გადაცემული იქნას მოთხოვნის წარმგენი მონაწილის ორგანოების მიერ გამოძიებაში ან სამართალწარმოებაში, იმათ გარდა რომლებიც მითითებულია მოთხოვნაში.
მუხლი 43🔗
კონფიდენციალურობა
1. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ საიდუმლოდ შეინახოს მოთხოვნის ფაქტები და შინაარსი იმ მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა რაც აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს არ შეუძლია კონფიდენციალურობის მოთხოვნის დაცვა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.
2. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი შიდა სამართლის ძირითად პრინციპებს და, თუ ეს მოთხოვნილია, საიდუმლოდ უნდა შეინახოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მტკიცებულება ან ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი გამჟღავნება აუცილებელია მოთხოვნაში მითითებული გამოძიებისათვის ან სამართალწარმოებისათვის.
3. მისი შიდა სამართლის დებულებების დაცვის პირობით, მონაწილემ, რომელმაც მიიღო უშუალო ინფორმაცია მე-20 მუხლის მიხედვით უნდა დაემორჩილოს კონფიდენციალურობის ნებისმიერ მოთხოვნას, რასაც ითხოვს ინფორმაციის მიმწოდებელი მონაწილე. თუ მეორე მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს ეს მოთხოვნა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეტყობინოს გამომგზავნ მონაწილეს ამის შესახებ.
მუხლი 44🔗
ხარჯები
მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩვეულებრივი ხარჯები უნდა დაფაროს მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, თუ მოთხოვნის შესრულებისათვის აუცილებელია დიდი ოდენობის ან დამატებით ხასიათის ხარჯები, მონაწილეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები იმ მიზნით, რომ შეათანხმონ პირობები, თუ როგორ უნდა იქნეს მოთხოვნა შესრულებული და ხარჯები დაფარული.
მუხლი 45🔗
ზიანის ანაზღაურება
1. როდესაც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მოქმედებებს ან უმოქმედობებს შედეგად აღძრული სასამართლოში სარჩელი ან პასუხისმგებლობა მებისმიერი პირის მიერ, დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ ერთანეთთან კონსულტაციების გამართვა, საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ განსაზღვრონ პირობები, თუ როგორ მოხდება რაიმე თანხის გადანაწილება ზიანის ასანაზღაურებლად.
2. მონაწილე, რომელიც გახდა ზიანის ანაზღაურებისათვის აღძრული საქმის სუბიექტი, უნდა შეეცადოს ამ დავის მეორე მონაწილეს აცნობოს ამ დავის შესახებ, თუ ამ მონაწილეს შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინეტერესი ამ საქმეში.
თავი V
ფინანსური დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობა
მუხლი 46🔗
ფინანსური დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობა
1. კონვენციის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ FIU-ებმა, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციაში, ითანამშრომლონ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მიზნით, შეკრიბოს და გაანალიზოს ან საჭიროების შემთხვევაში, FIU-ს ფარგლებში მათი ეროვნული უფლებამოსილების შესაბამისად გამოიძიოს სათანადო ინფორმაცია ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მიუთითებდეს ფულის გათეთრებაზე.
2. 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ FIU-ები გაცვლიან, უშუალოდ ან მოთხოვნის საფუძველზე და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ან არსებული ან სამომავლო წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისაობაში მყოფი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია შესაფერისი იყოს ინფორმაციის დამუშავებისათვის ან ანალიზისათვის ან, თუ შესაბამისაია, FIU-ს მიერ გამოძიებისათვის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით და რომელშიც ჩაბმულია ფიზიკური ან იურიდიული პირი,
3. კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის მიხედვით FIU-ის ფუნქციების განხორციელება არ უნდა იქნეს შეზღუდული მათი შიდა სტატუსით, მიუხედავად იმისა, ისინი არიან ადმინისტრაციული, სამართალდაცავი, თუ სასამართლო ორგანოები.
4. ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული თითოეული მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ფაქტების მოკლე განცხადება, რომელიც ცნობილია მოთხოვნის წარმდგენი FIU-სათვის. ამ FIU-მა მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ როგორ იქნება გამოთხოვილი ინფორმაცია გამოყენებული.
5. თუ მოთხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მიმღებმა FIU-მა უნდა მიაწოდოს ყველა სათანადო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით და სამართალიძულების მონაცემები, რომელიც მოითხოვება მოთხოვნაში, მოთხოვნის ოფიციალური წერილის გარეშე კონვენციის მონაწილეებს შორის გამოყენებადი კონვენციების ან შეთანხმებების მიხედვით.
6. ნებისმიერ FIU-ს შეუძლია უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები კონვენციის მონაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას, გამონაკლის გარემოებებში, როდესაც ინფორმაციის გაცემა აშკარად არაპროპორციული იქნება ფიზიკური ან იურიდიული ან დაინტერესებული მონაწილის კანონიერ ინტერესებთან ან სხვაგვარად შეუსაბამობაში იქნება მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის ძირითად პრინციპებთან. ნებისმიერი ასეთი უარი სათანადოდ უნდა განემარტოს ინფორმაციის მომთხოვნ FIU-ს.
7. ამ მუხლის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია ან დოკუმენტები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ 1-ლ პუნქტში მითითებული მიზნებისათვის. პარტნიორი FIU-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გადაცემული მესამე მხარისათვის, ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი მიმღები FIU-ს მიერ სხვა მიზნით გარდა ანალიზისა, მომწოდებული FIU-ს წინასწარი თანხმობის გარეშე.
8. ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის ან დოკუმენტების გადაცემისას გადაცმემ FIU-ს შეუძლია დააწესოს შეზღუდვები და პირობები ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ მიზეზების გარდა, რომლებიც დადგენილია მე-7 პუნქტში. მიმღები FIU ვალდებულია დაიცვას ასეთი შეზღუდვები და პირობები.
9. თუ კონვენციის მონაწილეს სურს გამოიყენოს გადაცემული ინფორმაცია ან დოკუმენტები მე-7 პუნქტში დადგენილი სისხლის სამართლის გამოძიების ან სამართალწარმოების მიზნებისათვის, გადამცემ FIU-ს არ შეუძლია უარი განაცხადოს მის თანხმობაზე ამგვარ გამოყენებაზე, თუ იგი ამას არ აკეთებს მისი შიდა სამართლის მიხედვით შეზღუდვების საფუძველზე ან მე-6 პუნქტში მითითებული პირობების საფუძველზე. თანხმობის მიცემაზე ნებისმიერი უარი სათანადოდ უნდა იქნეს განმარტებული.
10. FIU-ებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომები, უსაფრთხოების ზომების ჩათვლით, იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ ამ მუხლის მიხედვით მიღებული ინფორმაცია არ არის მისაწვდომი სხვა ორგანოებისათვის, უწყებებისათვის ან დეპარტამენტებისათვის.
11. მიღებული ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს ევროპის საბჭო 1981 წლის 28 იანვრის კონვენციით პირადი ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისაგან პირების დაცვის შესახებ (ETS No. 108) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 15 სექტემბრის No R(87)15 პოლიციის სექტორში პირადი მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ რეკომენდციის გათვალსწინებით, უკიდურეს შემთხვევაში კონფიდენციალურობის და პირადი მონაცემების დაცვის ანალოგიური ნორმებით და იმ ნორმებით, რომლებიც გამოიყენება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, რაც გამოყენებადია მოთხოვნის წარმდგენი FIU-ს მიმართ.
12. გადამცემი FIU-ს შეუძლია გააკეთოს გონივრული შემოწმება მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიმღებმა FIU-მა, როდესც ეს პრაქტიკულია უნდა უზრუნველყოს უკუკავშირი.
13. კონვენციის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ ორგანო რომელიც წარმოადგენს FIU-ს ამ მუხლის მნიშვნელობით.
მუხლი 47🔗
საერთაშორისო თანამშრომლობა საერჭვო გარიგების გადავადების მიზნით
1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს იმგვარი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რაც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს FIU-ს მიერ სასწრაფო ღონისძიების განსახორციელებლად, უცხო FIU-ს მიერ მოთხოვნის საფუძველზე, შეაჩეროს ან უარი თქვა თანხმობის მიცემაზე მიმდინარე გარიგებასთან დაკავშირებით იმ ვადით და ივაე პირობის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება შიდა სამართალში გარიგებების გადავადებასთან დაკავშირებით.
2. 1-ლ პუნქტში მითითებული ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, თუ მოთხოვნის მიმღები FIU დარწმუნდება, მოთხოვნის წარმდგენი FIU-ს მიერ დადასტურების შემდეგ, რომ:
a) გარიგება დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან; და
b) გარიგება შეჩერებული იქნებოდა, ან მიმდინარე გარიგებაზე თანხმობაზე უარი იქნებოდა გაცხადებული, იმ შემთხვევაში, ეს გარიგება რომ ყოფილიყო შიდა საეჭვო გარიგების შეტყობინების საგანი.
თავი VI
მონიტორინგის მექანიზმი და დავების მოგვარება
მუხლი 48🔗
მონიტორინგის მექანიზმი და დავების მოგვარება
1. კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია პასუხისმგებელია კონვენციის შემდგომ იმპლემენტაციაზე. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ:
a) მონიტორინგი უნდა გაუწიოს მონაწილეების მიერ კონვენციის სათანადო იმპლემენტაციას;
b) რომელიმე მონაწილის მოთხოვის საფუძველზე, უნდა გამოთქვას მოსაზრება წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის შესახებ.
2. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ 1.(a) პუნქტის მიხედვით ფუნქციები უნდა განახორციელოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემფასებელი ექსპერტების კომიტეტის (Moneyval) ნებისმიერი ხელმისაწვდომი საჯარო ანგარიშების გამოყენებით (Moneyval-ის ქვეყნებისათვის) და FATF-ის ნებისმიერ ხელმისაწვდომი საჯარო ანგარიშების გამოყენებით (FATF-ის ქვეყნებისათვის), რომლებიც შევსებულია პერიოდული თვით შეფასების კითხვარების გამოყენებით, ვითარებიდან გამომდინარე. მონიტორინგის პროცედრურა შეეხება წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ სფეროებს, მხოლოდ იმ სფეროებთან დაკავშირებით რომლებიც არ არიან დარეგულირებულნი სხვა შესაფერისი საერთაშორისო სტანდარტებით, რომელთან დაკავშირებითაც ორმხრივი შეფასება ხორციელდება FATF-ის და Moneyval -ის მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია დასკვნის, რომ მისი ფუნქციების განხორციელებისას იგი საჭიროებს დამატებით ინფორმაციას, მან უნდა ითანამშრომლოს დაინტრესებულ კონვენციის მონაწილესთან, თუ ამაზე არის კონვენციის მონაწილეთა კონფერენციის მოთხოვნა, უპიატესობა მიანიჭოს M Moneyval-ის პროცედურას და მექანიზმს. დაინტერესებულმა მონაწილემ შემდგომში უნდა მოახსენოს კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ ამ საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს განახორციელოს თუ არა დაინტერესებული მონაწილის მდგომარეობის უფრო ძირეული შეფასება. ეს შეიძლება, მაგრამ არ არის აუცილებელი, მოიცავდეს შემფასებელი ჯგუფის მიერ ქვეყნაში ვიზიტებს.აც
4. წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, ეს მონაწილეები უნდა შეეცადონ დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკებების ან რომელიმე სხვა მშვიდობიანი გზით, თავიანთი შეხედულებისამებრ, რაც მოიცავს საქმის გადაცემას კონვენციის მონაწილეთა კონფერენციისათვის, საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რომლის გადაწყვეტილებებიც მოდავე მონაწილეებისათვის სავალდებულოა ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის, როგორც ეს შეთანხმებულია დაინტერესებულ მონაწილეებს შორის.
5. კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს.
6. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იწვევს კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას არა უგვიანეს ერთი წლისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. ამის შედგედ კი, კონვენციის მონაწილეთა კონფერენციის რეგულარული შეხვედრები გაიმართება მის მიერ მიღებული პროცედურული წესების შესაბამისად.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 49🔗
ხელმოწერა და ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპის გაერთიანებისათვის და იმ არა-წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში. ასეთ სახელმწიფოებს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლიათ სავალდებულობაზე თანხმობა გამოხატონ:
a) ხელმოწერით დათქმების გაკეთების გარეშე, რატიფიკაციით, მიღებით ან დამტკიცებით; ან
b) ხელმოწერით რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება, ან დამტკიცება.
2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის შემდეგ თვის პირველ დღეს, როდესაც ექვსი ხელმომწერი სახელმწიფო, რომელთა შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ ოთხი წევრი სახელმწიფოა, გამოთქვამს თანხმობას 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონვენციის სავალდებულობაზე.
4. ნებისმიერი იმ ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულობაზე, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს, როდესაც ეს ხელმომწერი სახელმწიფო გამოთქვამს თანხმობას 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონვენციის სავალდებულობაზე.
5. 1990 წლის კონვენციის არამონაწილეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, მისთვის იმ დებულებების სავალდებულოდ მიჩნევის გარეშე, რომლებიც შეესაბამება 1990 წლის კონვენციის დებულებებს, რომლითაც იგი არის დავალდებულებული.
6. მისი ძალაში შესვლიდან, წინამდებარე კონვენციის მხარეები, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ 1990 წლის კონვენციის მხარეებს:
ა. წინამდებარე კონვენციის დებულებებს გამოიყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში;
ბ. გააგრძელებენ 1990 წლის კონვენციის დებულებების გამოყენებას ხსენებული კონვენციის, მაგრამ არა წინამდებარე კონვენციის, სხვა მხარეებთან ურთიერთობაში.
მუხლი 50🔗
წინამდებარე კონვენციასთან შეერთება
1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, კონვენციის მონაწილეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ კონვენციის შემუშავებაში, შეუერთდეს მას. გადაწყვეტილება მიიღება ევროპის საბჭოს წესდების მე-20(d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით და იმ მონაწილეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი თანხმობით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წარმოდგენილნი იყვნენ მინისტრთა კომიტეტში.
2. ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც კონვენციას უერთდება 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შეერთების დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს.
მუხლი 51🔗
კონვენციის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.
2. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია, შემდგომში ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების გზით, წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს განცხადებაში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთ ტერიტორიასთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამ განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაუქმდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. გაუქმება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს.
მუხლი 52🔗
სხვა კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიმართება
1. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს მონაწილეების უფლებებზე და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო მრავალმხრივი დოკუმენტებისაგან.
2. წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან განმტკიცების მიზნით, ან მასში მოცემული პრინციპებეს გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
3. თუ ორ ამ მეტ მონაწილეს უკვე აქვთ დადებული შეთანხმება ან ხელშეკრულება იმ წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხთან დაკავშირებით ან სხვაგვარად დაამყარეს ერთმანეთთან ურთიერთობები ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ უფლება ენიჭებათ კონვენციის ნაცვლად გამოიყენოს ეს შეთანხმება ან ხელშეკრულება ან ეს ურთიერთობები დაარეგულირონ შესაბამისად, თუ ეს აადვილებს საერთაშორისო თანამშრომლობას.
4. მონაწილეებმა, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, ერთმანეთთან ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ გაერთიანებისა და ევროკავშირის ნორმები, იმდენად, რამდენადაც არსებობს გაერთიანებისა და ევროკავშირის ისეთი ნორმები, რომლებიც არეგულირებს მოცემულ კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის ობიექტისა და მიზნის და მისი სხვა მონაწილეებთან სრულად გამოყენების შეზღუდვის გარეშე.
მუხლი 53🔗
განცხადებები და დათქმები
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია გააკეთოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტიებით და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე განცხადება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ასევე შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივის სახელზე გაკეთებული განცხადების მეშვეობით დაიტოვოს უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოიყნოს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის; მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 47-ე მუხლის დებულებები.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს თუ, როგორ აპირებს იგი წინამდებარე კონვენციის მე-17 და მე-19 მუხლების გამოყენებას, კერძოდ, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის დარგში გამოყენებადი საერთაშორისო შეთანხმებების მხედველობაში მიღებით. მან ამ ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
4. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს: რომ
a) იგი არ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს; ან
b) იგი გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს მხოლოდ ნაწილობრივ; ან
c) როგორ აპირებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენებას;
მან ამ ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
5. დაუშვებელია სხვა დათქმების გაკეთება;
6. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნას ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული დათქმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების საშუალებით, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
7. იმ მონაწილეს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე კონვენციის დებულებებთან დაკავშირებით, არ შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერ სხვა მონაწილეს ამ დებულებების პუნქტის გამოყენება; თუმცა, თუ ეს დათქმა არის ნაწილობრივი ან პირობითი, მას შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის გამოყენება იმ ნაწილში, რომელზეც თავად განაცხადა თანხმობა.–
მუხლი 54🔗
შესწორებები
1. წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანის წინადადების შემოთავაზება შეუძლია ნებისმიერ მონაწილეს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას და თითოეულ არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა ან შესთავაზეს წინადებარე კონვენციასთან შეერთება 50-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
2. კონვენციის რომელიმე მონაწილის მიერ შემოთავაზებული წინადადება შედწორებების შეტანის შესახებ უნდა ეცნობოს დანაშაულის პრობლემებზე ევროპულ კომიტეტს (CDPC), რომელმაც ამ შემოთავაზებული შესწორებების შესახებ თავისი მოსაზრება უნდა წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს.
3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და CDPC-ს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებს და ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით შეუძლია დაამტკიცოს ეს შესწორება.
4. მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერ შესწორების ტექსტი მონაწილეებს უნდა გადაეგზავნოს მიღების მიზნით.
5. მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს, მას შემდეგ რაც ყველა მონაწილე აცნობებს გენერალურ მდივანს მისი მიღების შესახებ.
6. დანართში მოცემული დანაშაულების კატეგორიების განახლების, ისევე როგორც მე-13 მუხლში შესწორების შეტანის მიზნით, ნებისმიერ მონაწილეს ან მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შესწორების შემოთავაზება. ისინი ევროპის საბჭოს გენერალური მდინივის მიერ უნდა ეცნობოს კონვენციის მონაწილეებს.
7. ევროპის საბჭოს არაწევრ მონაწილეებთან და, თუ საჭიროა, CDPC -სთან კონსულტაციების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დაამტკიცოს მე-6 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული შესწორება ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით. შესწორება მონაწილეებისათვის ძალაში შედის მისი გადაცემის თარიღიდან ერთწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, კონვენციის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ნებისმიერი იმ საწინააღმდეგო მოსაზრების შესახებ, რომელიც მას გააჩნია მის მიმართ შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
8. თუ მონაწილეების ერთი-მესამედი აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ საწინააღმდეგო მოსაზრებას, შესწორება ძალაში არ შევა.
9. თუ შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თავის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს მონაწილეების ერთ-მესამედზე ნაკლები, შესწორება ძალაში შევა იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც არ განუცხადებიათ საწინააღმდეგო მოსაზრება.
10. იმ შემთხვევაში თუ შესწორება ძალაში შევიდა ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტების შესაბამისად და მონაწილემ განაცხადა საწინააღმდეგო მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ეს შესწორება შესაბამისი მონაწილის მიმართ ძალაში შევა იმ დღის მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ის აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შესწორების მიღების შესახებ. მონაწილეს რომელმაც განაცხადა საწინააღმდეგო მოსაზრება შეუძლია მისი გაუქმება ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.
11. იმ შემთხვევაში თუ შესწორება დამტკიცებულია მინისტრთა კომიეტეტის მიერ, არც ერთ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას არ შეუძლია გამოხატოს თანხმობა წინამდებარე კონვენციის სავალდებულობაზე ამ შესწორების მიღების გარეშე.
მუხლი 55🔗
დენონსაცია
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს, მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზნით.
2. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგი თვის პირველ დღეს.
3. თუმცა, წინამდებარე კონვენცია აგრძელებს მოქმედებას 23-ე მუხლის მიხედვით კონფისკაციასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნა იქნა გაკეთებული წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად იმ თარიღამდე, როდესაც დენონსაცია ძალაში შევა.
მუხლი 56🔗
შეტყობინება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას და იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში და ასევე ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა კონვენციას ან რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება:
a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ:
b) ნებისმიერი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ;
c) 49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;
d) 53-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის ან დათქმის შესახებ;
e) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, ნოტიფიკაციის ან შეტყობინების შესახებ.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ვარშავაში, 2005 წლის მაისის მე-16 დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბარად ავთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებულ იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, ევროპის გაერთიანებას და იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება.
დანართი
a. დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში და რეკეტში მონაწილეობა;
b. ტერორიზმი, ტერორიზმის დაფინანსების ჩათვლით;
c. ადამიანებით ვაჭრობა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა;
d. სექსუალური ექსპლოატაცია, ბავშვების სექსუალური ექსპლოატაციის ჩათვლით;
e. ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა;
f. იარაღის უკანონო ვაჭრობა;
g. მოპარული და სხვა საქონლით უკანონო ვაჭრობა;
h. კორუფცია და მექრთამეობა;
i. თაღლითობა;
j. ვალუტის გაყალბება;
k. პროდუქციის გაყალბება და კონტრაფაქცია;
l. ეკოლოგიური დანაშაული;
m. მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება;
n. მოტაცება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად აყვანა;
o. ყაჩაღობა ან ქურდობა;
p. კონტრაბანდა;
q. გამოძალვა;
r. გაყალბება;
s. მეკობრეობა; და
t. ინსაიდერულის სავაჭრო ოპერაციები და ვაჭრობის მანიპულაცია.