„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1797
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ანაკლიის ახალი ბულვარის მშენებლობისათვის, ასევე მისი პოპულარიზაციისა და ტურისტული სეზონის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული ხარჯებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ანაკლია‑განმუხური რესორტსს“ გადაურიცხოს 3 700 000 (სამი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური